"თოლიები აფხაზეთიდან"

"ასე ახლოს აფხაზეთთან არასდროს ვყოფილვარ, ლამის ის ზღვაც მეგრძნო, რომელიც არასდროს მენახა, მისი ულამაზესი სანაპიროს შესახებ მხოლოდ გადმოცემით მსმენოდა. ზღვაზე გამახსენდა – ჯერ კიდევ დილას, სანამ სამსახურამდე მივაცილებდი, ვკითხე, რა გენატრება-მეთქი. თოლიები რომ დაფრინავენ სოხუმის თავზე და იმ ზღვის ცქერა, რომლის პირასაც გავიზარდეო. ეტყობა, მართლა ძალიან ენატრებოდა, ისე დაუსევდიანდა სახე."

ID ტექსტი მარკერი
349 "ასე ახლოს აფხაზეთთან არასდროს ვყოფილვარ, Positive
350 ლამის ის ზღვაც მეგრძნო, რომელიც არასდროს მენახა, მისი ულამაზესი სანაპიროს შესახებ მხოლოდ გადმოცემით მსმენოდა. Positive
351 ზღვაზე გამახსენდა – ჯერ კიდევ დილას, სანამ სამსახურამდე მივაცილებდი, ვკითხე, რა გენატრება-მეთქი. Neutral
352 თოლიები რომ დაფრინავენ სოხუმის თავზე და იმ ზღვის ცქერა, რომლის პირასაც გავიზარდეო..." Positive
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 4; ნეიტრალური: 1; პოზიტიური: 3; ნეგატიური: 0;

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი (ფიქციური)

ჟანრი: მოთხრობა

პერიოდი: ოცდამეერთე (21-ე) საუკუნე

საუკუნე: XXI

წელი: 2021

ავტორი: ერეკლე გოგიშვილი

ადგილი: შავი ზღვა,აფხაზეთი,სოხუმი

ტექსტი მკითხველს მოუთხრობს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მეგობრების შესახებ. მთხრობელი ახალგაზრდა აფხაზ ბიჭს გაიცნობს და ცდილობს დაუმეგობრდეს. ამონარიდი აღწერს ერთ-ერთ ეპიზოდს, როცა ისინი ერთად ატარებენ დროს.

ზღვის სანაპირო დახასიათებულია ეპითეტით ულამაზესი. მთხრობლისთვის აფხაზეთის სანაპირო უცხოა, ის არასდროს უნახავს და მის შესახებ მხოლოდ გადმოცემით სმენია, თუმცა აფხაზ მეგობართან ყოფნისას, უჩნდება განცდა, რომ თვითონაც შეიგრძნობს უნახავ ზღვას. მეორე მხრივ, აფხაზი ბიჭისთვის ზღვა მონატრების ობიექტია. იგი ზღვის პირას გაიზარდა და კარგად ახსოვს სოხუმის თავზე მოფარფატე თოლიები. ზღვა სიუჟეტში ორი განსხვავებულ კულტურასა და პოლიტიკურ ნარატივში აღზრდილი ადამიანის გაერთიანების ფუნქციას ასრულებს.