"ყველაფერი ნამდვილად იყო"

1992 წლის 14 აგვისტო. ცხელა. გუმისთის ნავსაყუდელი, ევკალიპტების გამაბრუებელი სურნელი, გავარვარებული სილიანი ნაპირი და შავი ზღვა. ჩემი საყვარელი შავი ზღვა. 23 წლის ვარ. [...] თავს ძალას ვატანდი და არ მინდოდა, საკუთარ სახლისთვის თვალი შემევლო. რატომ? იმიტომ, რომ სხვა დროს ამას ხომ არ ვიზამდი?! მე ხომ ჩვეულებრივად მივემგზავრებოდი თბილისში. მაგრამ როგორც კი მანქანის კარი გავაღე და ჩასაჯდომად მოვემზადე, უკან მოვბრუნდიო და ჩემს სახლს შევხედე. თეთრ უზარმაზარ ხომალდს ჰგავდა, ზღვაში გასასვლელად გამზადებულს. [...] აღარ გავაგრძელებ ჩემზე წერას. სხვები მოჰყვებიან ჩემი აფხაზეთის ამბავს.