"ძმისშვილი"

"ზღვას ასე, მწოლიარე, ვერ ხედავდა, მაგრამ იცოდა, წამოდგებოდა თუ არა, ჭიშკარს იქით, შრს, ლურჯად განათებული სივრცე უმალ დაანახებდა თავს. [...]... და ზლაზვნით წამოდგა, შემდეგ ავტომატს სწვდა და მხარზე გადაიკიდა. 

და იმავდროულად ზღვაც დაინახა. სიკვდილზე თითქმის არც ფიქრობდა, მაგრამ როცა ზღვას ხედავდა, ამოუცნობი შიში იპყრობდა ხოლმე. ეს შიში ახალი შიში იყო, ომისდროინდელი, ადრე _ უცნობი. ომამდე, როცა საშუალება მიეცემოდა, მანქანით ზღვის უკაცრიელ სანაპიროს მიადგებოდა, უყურებდა ზღვას და თავის საფიქრალს ფიქრობდა, მშვიდდებოდა. სულ სხვანაირი ბრუნდებოდა შინ, თითქოს ეკლესიაში იყოო. ახლა კი ზღვა და ლიმონის მძაფრი სურნელი განუწყვეტლივ ახსენებდა, რომ კიდევ ერთ სიკვდილს გადაურჩა.

[...]

გორაკიდაბ ზღვა მოჩანდა, ულურჯესი, უმშენიერესი, უთბილესი ზღვა, ქალბატო ნი ზღვა, მარად შეყვარებული ზღვა..." 

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

ჟანრი: მოთხრობა

პერიოდი: ოცდამეერთე (21-ე) საუკუნე

საუკუნე: მე-20

ავტორი: გურამ ოდიშარია

ადგილი: აფხაზეთი