"ზღვაო, აღელდი, აღელდი"

ზღვაო, აღელდი, აღელდი,

ქარტეხილს დაემორჩილე! 
აამთაგორე ტალღები,

კიდეებს გადააცილე! 
მარგალიტების სალარო

შენი უფსკრული გულია, 
მყუდროების დროს ის განძი

ქვეყნისთვის დაფარულია. 
მხოლოდ როდესაც მრისხანებ,

გულს უხსნი მზეს და მთვარესა, 
იმ მარგალიტებს შესტყორცნი

შენ შემკვრელს არემარესა. 
პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი

მრისხანე გულის ღელვასა!.. 
ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი

და სიბნელის დროს ელვასა!

ID ტექსტი მარკერი
323 ზღვაო, აღელდი, აღელდი,/ ქარტეხილს დაემორჩილე! Positive
324 აამთაგორე ტალღები, / კიდეებს გადააცილე! Positive
325 მარგალიტების სალარო / შენი უფსკრული გულია, Positive
326 მყუდროების დროს ის განძი / ქვეყნისთვის დაფარულია. Positive
327 მხოლოდ როდესაც მრისხანებ, / გულს უხსნი მზეს და მთვარესა, Neutral
328 იმ მარგალიტებს შესტყორცნი / შენ შემკვრელს არემარესა. Positive
329 პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი / მრისხანე გულის ღელვასა!.. Neutral
330 ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი / და სიბნელის დროს ელვასა! Neutral
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 8; ნეიტრალური: 3; პოზიტიური: 5; ნეგატიური: 0;

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: პოეტი (რეალური)

ჟანრი: ლექსი

პერიოდი: მე-19 საუკუნე

საუკუნე: XIX

წელი: 1894

ავტორი: აკაკი წერეთელი

ადგილი: შავი ზღვა