"მთვარის მოტაცება"
"აფისლებისა და ნახევარმთვარა ზღვის კიდის მეორე ნაწილში აბაზგები მოსახლეობენ... აბაზგები ძველითგანვე ლაზების ქვეშევრდომები იყვნენ, ხოლო მუდამ ჰყავდათ ორი თვისტომი მთავარი... ეს ტომები ჩვენს დრომდისაც თაყვანს სცემდნენ ჭალებს და ტყეებს. უცნაურ გულუბრყვილობის გამო ხეები ღმერთებად მიაჩნდათ. თავიანთ მთავრებისაგან საშინელი ჩაგვრა გამოუცდიათ მრავალგზის, რაკი ისინი ეგზომ ვერცხლის მოყვარულნი ყოფილან თურმე.“ - პროკოფი კესარიელი („ერგეაშვა“) [...] „კაც ზვამბაიას ცხენი გულნაწყენად ფრუტუნებდა. წინ მიიწევდა, ჯავრობდა: თავდაჭერილი მხედარი დაწინაურებული ულაყის გასწრება რომ ანებებდა. ცხენიც ხომ ხარბია, თავის ტოლს თუ ხედავს აღვირმიშვებულსა და წინმორბენალს. მთვარემ გადმოხედა ახლად აყვავებულ ალუჩებსა და ატმებს, ვერცხლის ღიმილი გადაათოვა ველებს და მერმე წამოვიდა შავი ზღვის ნასუნთქი ღრუბელი, შემოუარა, შემოევლო, ზედ გადაეფოფრა მთვარეს, როგორც ბოლოგაშლილი ფარშავანგი თავის ნამლევს.“ [...] ძველებური კედლის საათის მონოტონური ტაკატუკი კიდევ აკავშირებს მას დუმილში ჩაფლულ სიცხადესთან. საკმარისია სულ ერთი წუთით შესდგეს ამ საათის ქანქარას მოძრაობა, ბაბუა ტარიელის თვალში დაივსება მორიალე სხივი და თავისებური გმირული ძილით დაეძინება კიდევაც. მაგრამ ნასამხრალი მზე დასავლეთისაკენ მიეშურება, გარემოში გახმიანდა შავი ზღვის ჭალიკონით სულმოთქმული ცხოვრება.“(„წურბელების პატრონი“) [...] წამოვა წვიმა, ეზოში წყლის გუბე დადგება და ეს დიდი გუბე შავი ზღვაა. ცარიელი კოლოფი ჩააგდეს, ეს გემია ოჩამჩირესთან მიმდგარი. ბეე, ბღავის გემი მეზობლის ვერძივით. „ვინ ხარ მამაცი, ჩამოიტანეთ სკივრები, ზანდუკები ოქროთი და ვერცხლით გავსილი, დედას მოუტანეთ“.
ბეე, ბღავის გემი და წასვლა ეჩქარება. („გენერლის კალმასობა“) [...] დღეები რიალით მიჰქრიან, ბაია მოილევა, მერცხლები მოვლენ, ალუჩა დამწიფდება, ბლებს ჩიტები დაესევიან, ალუჩას მეზობლის ბავშვები დაჰკრეფავენ, ნიგვზის ხე „ლეკვებს“ გამოისხამს. ალუბალს ფოთოლი შეუყვითლდება და პურის ყანებს მოოქროვილ ქოჩორს უვარცხნის შავი ზღვიდან მოვარდნილი ჭალიკონი. ხეზე გასულ ვაზის ფოთლებში ლალისფერი მტევნები გამოკრთიან. დაიწყება წვიმები, აფხაზეთისა და ოდიშის გაუთავებელი წვიმები. საძირკველში ობის სუნი ჩასდგება, სინესტის სუნი, ციების სუნი. სიმინდს ქოჩორი შეევერცხლება, მწვანე ტაროებს ყვითელი ფოჩვი გამოესხმება. მაშინ არზაყანი და თარაში ხაშარს დააძრობენ სიმინდებს, გრძელ წვერ-ულვაშს გაიკეთებენ.“ („გენერლის კალმასობა“) [...] და როგორც შებინდებისას წამოვა ხოლმე პონტოს ზღვიდან ამდგარი ლეგა ღრუბელი და მერმე უშველებელ ძერასავით აფხორილი გამოსწევს ქიანქიანით, გზადაგზა უფრო და უფრო გაზრქელდება და გაშავდება და ჩაწვება ოქუმის ახლოს, ანარიიდან განაწევრებ ორ მომცრო მთას შორის, ისე ეშვებოდა მამასა და შვილს შორის გაბოროტება და ეს ყოველივე სავსებით უბრალო წვრილმანებში იჩენდა თავს.” („არაბია“) [...] დასავლეთელებმაც უეცრად მოსწყვიტეს ცხენები. ზოგმა ჰაერში დაიჭირა თხილის ჯოხი, ზოგი ცხენიდან გადმოვარდა, ძირს დავარდნილი თხილის ჯოხის ასატაცებლად უნაგირიდან გადახრილი. მიუვარდნენ აღმოსავლეთელებს, თხილის ჯოხები დაუშინეს და კვლავ უკუიქცნენ. ისევ დაიძრნენ აღმოსავლელნი, ისევ მიაგდეს ცხენები დასავლეთელების ბანაკთან, ესროლეს თხილის ჯოხები „მტერს“ და კვლავ მიაშურეს თავიანთ პოზიციებს. და ასე გრძელდებოდა ისინდი, ვიდრე ურჩხულის დარი ღრუბელი არ დაიძრა პონტოს ზღვიდან და მრუმე ფერებისაგან და დაიხშო დასავლეთში მოკიანე ოქსინოს ცისკიდური.
ნელ-ნელა გაშავდნენ ჯუღეჯიანის ველზე დარჩენილი ბჟოლის ხეების მწვანე ქოლგები და მხედრების სილუეტებიც ისე დამუქდნენ, როგორც მსუბუქი ტუშით ნახატი ფიგურები. აღარ ცქმუტავდა მოუსვენრად უკვე მოქანცული გუნტერი, თარაშ ემხვარი გარინდებული ყურს უგდებდა მხედრების მიერ წამოწყებულ კეისრულს.“ („ისინდი“) [...] იგი შორიდან სტკბებოდა ამ ძველთაძველი ხუროთმოძღვრების ნიმუშით. გამხმარი გოლიათური ცაცხვების შტოები ისე მოსჩანდნენ ცისა და ზღვის ფონზე, როგორც თავქვეჩარჭობილი გველეშაპების ჩონჩხები. გვანჯ აფაქიძეც შესცქეროდა ილორის ტაძარს. სდუმდა, შესცქეროდა, მაგრამ არას ამბობდა. ძაღლების უნიათო წკავწკავი აყრუებდა გარემოს. მთელი სოფელი აამტუტა შარაგზებზე გამოჩენილ ცხენების თქარათქურმა.“ („აზნაურის აღსარება“) [...] ზღვა უდრტვინველად სთვლემდა. ასე ეგონებოდა კაცს, ზღვა კი რა, ველი არისო მოლიბრო ჯეჯილით მოსილი. დასავლეთით ფრთაგაშლილ ქერუბიმებსავით ეთეროვანი ღრუბლები უძრავად ეკიდნენ სფეროში და ცის შუაგულიდან მოყოლებული სამხრეთისაკენ, შორს, ვიდრემდის თვალი მისწვდებოდა, გაჭიმულიყო თეთრ ეტრატსავით წაგრაგნილი ღრუბელი, თხელი, გამჭვირვალე და მთვარისაგან გაბრწყინებული. ხოლო ჩრდილოეთისაკენ, ზღვასა და ცას შორის გახიდულიყო ორფრთიანი მრუმე, რომელსაც ისე საოცრად ეტყობოდა ადამიანური ფორმა თავისა, ასე იტყოდი: უზარმაზარი ირიბფრთებიანი სატანა გახირულაო ზღვასა და ცას შორის. ეძინა ორივეს – ზღვასა და ცას, ლაპლაპებდა შორიდან ზარიპარია ვარსკვლავი და გამდნარ ოქროს დარად მოკაშკაშე მთვარე რძისფერ სინათლეს ათოვდა რულმოდებულ ზღვას.“ („ფერისცვალება“) [...] „მართლაცდა, ვინ იცის, ვინ არ ყოფილა ამ კოშკში. ფიქრობდა იგი. ეგებ ბერძნები აქ ყოფილიყვნენ. იაზონი და მისი მხლებელნი. ალბათ ლაზებს სჭერიათ ოდესმე, მერმე ბიზანტიელებს, ვენეციელებს, ქართველებს და თურქებს. ვინ იცის, რამდენ ერს დაუსერავს იმ ზღვის გული ნიჩბებითა და გემების ჭვინტებით! თარაშ ემხვარ სიგრძეზე გაიშხვართა კოშკის ზეთავზე. გულმკერდზე ხელდაჭდობილი შესცქეროდა ხან ზღვასა, ხან ცას, ხან ლუკაიას გადახედავდა. ახლა მას არაფერი უნდოდა სხვა, აქ დარჩენილიყო, ამ ნამცვარევ ამო ბალახის რბილ და სურნელოვან სარეცელზე წამოწოლილი... ბალახი დაცვარული იყო და ალმასის საყურეები კი ანთებდნენ ბალახებისა და ველური ყვავილების კლერტოებზე.“ („ფერისცვალება“) [...] „ცას ფერი ეცვალა ანაზდეულად, ჩრდილოეთით დაკიდებული მრუმე ღრუბელი უფრო გაშავდა. მდუმარედ იწვა პირაღმა თარაშ ემხვარ და გასცქეროდა, თუ როგორ უჩინარად ეპარებოდა უფრო მუქი, თალხი ფერები ნამრუდისფერად ქცეულ ზღვასა და ცას. სადღა იყო ზღვა, ზღვა უკვე აღარ სჩანდა და მოაგონდა მას აპოკალიპსის სიტყვები: ზღვა უკვე აღარ იყოვო, რომ დაწერილა.“ („ფერისცვალება“) [...] „იდგა ილორის ჩამოღამებულ სამრეკლოს თაღს ქვეშ ლუკაია ლაბახუა. რეკავდა. გასცქეროდა ზღვისკენ გაჭრილ ხმას ზარისას; თითქოს ხმა როდი ყოფილიყო ეს, არამედ უზარმაზარი შავფრთიანი ფრინველი. გრუხუნით მიჰქროდა ილორის დიდი ზარის გრიალი სივრცეში. ბარბაცით, ტორტმანით, ბუბუნით მიგელავდა მთვრალი, თავაწყვეტილი დევი, ხევსა და ხევს შორის გახმიანებული. იარა ასე, თითქოს მიგორავსო დანჯღრეული რონოდა და ერთბაშად დაიხრჩო ზღვაში.“(„ქვესკნელის ბულბულები“) [...] გაიშლიგინა ზარების ერთობლივმა ჟღარუნმა ჭადრების, ცაცხვების ნეშოში, გადაუქროლეს მძინარე სოფელს: გადაეფინა მკერდზე მთვლემარე ზღვას ზარების ერთობლივი ეხო. რეკავდა მთვრალი ლუკაია ლაბახუა, თავათაც არ იცოდა, თუ ვისთვის რეკავდა, და სდრეკდა ცადაქმნილს და აზანზარებდა ზარების ჯარების რახრახი, რაზრაზი... („ქვესკნელის ბულბულები“) [...] ზღვისკენ გაიხედა: მთვარე ჯერაც არ დამცხრალიყო. თეთრი ფაიფურის დარი ღრუბლის ნაკუწები ელავდნენ აქა-იქ. შორს, ზღვის კიდეზე მებადურების აფრები მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესავით მიმოდიოდნენ (ჯერ იყო, ეს აფრები პირამიდებს ჰგავდნენ შორეულ უდაბნოში უცხო რამ სხივთა თამაშით სახენაცვალი, მერე კი ისინი შესუდრულ სულებს დაემსგავსნენ და გაუჩინარდნენ).“ („ქვესკნელის ბულბულები“) [...] მართალია, მე გრძნობა მრავალგზის გამიფლანგავს სხვათა ქვეყანაში, მაგრამ ისიც ხდება ჟამიდან ჟამზე, გული ხანდახან შავ ზღვასა ჰგავს ფირუზისფერს. მრავალი მღვრიე მდინარე შეერთვის ჩვენ შავ ზღვას, მაგრამ იგი მაინც უშესანიშნავესი და უწმინდესი ზღვაა სხვა ზღვათა შორის.“ („მისოუსტ!“) [...] „ნუმც გამოლევიაო ნაყოფთა სისავსე კოლხეთის ველებს და ტყეებს. კოლხეთი, ბატონებო, – ამბობდა საკმაოდ პათეთიურად ეს საკმაოდ შეჭიკჭიკებული თამადა, – კურთხეული ქვეყანააო, ძველ ბერძენ ავტორების მიერ მრავალგზის ქებული. „ვინ არ ყოფილა აქ, ვინ არ მოუყვანია აღტაცებაში ამ ცას, ამ ზღვას, ამ ხმელს და მადანს, ჩვენს ხმას, ჩვენს გმირობას და მამაცობას. ფრიქსმა ოქროს ვერძით გადასცურა დარდანელი და მერმე პონტოს ევქსინოსს მოაშურა, არა?“(„სანტიმენტალური მოგზაურობა“) იმ ხანად შავი ზღვის რკინიგზა მარტო ოჩამჩირეს სწვდებოდა, ამიტომაც ჩვენი გმირები ავტოში გადაჯდნენ. შარდინი წამსვე იქ გაჩნდა, შოფერთან მოთავსდა (დახედეთ შარდინს, იგი ნელ-ნელა ითვისებს დიდკაცურ ზნეს!). კაროლინას ეს ამბავი გაუხარდა. ახლოს რომ მომჯდომოდა, თავს წამჭამდაო ლაყბობით. ეს გზატკეცილი ზღვის კიდეს უახლოვდება ალაგ-ალაგ. მხარმარჯვნით, დაბალ სერებზე ოდიშური ოდებია გამწკრივებული, მხარმარცხნით ზღვა მოსჩანს პირველჯეჯილისფერისა. ნარინჯის ბაღები და ველური, ციტრუსოვანი ხეები, მაგნოლია, დაფნა მარადჟამულ მწვანით ამკობენ ხმელს. თეთრად ნაგვირისტევი ტალღები ელამუნებიან ამ მშვენიერ ნაპირს.“(„სანტიმენტალური მოგზაურობა“) ცხენოსნებმა მთისკენ იქციეს პირი, სოფლის შარაზე გაივაკეს, დამბაჩების სროლით მიაშურეს კორტოხზე მდგარ ოდას. წითელ-ყვითელით მორთული ქალები კიბეზე ჩამოდიან.
ლანდშაფტი შეიცვალა უცებ, ზღვის ფონზე გამოჩნდა მარტოხელა გემი. დაკლაკნილი კვამლი ცისკენ მიემართება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, უშველებელი ბაგირით ჰკიდიაო ეს ცისფერი გემი ნაპენტი ღრუბლებით მოგებულ ცაზე. თამარი გატვრინული იჯდა. თარაშს წელზე შემოეჭდო ხელი, რადგან მანქანა არყევდა თამარს.“
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 504 პდფ) წიგნი - გვ. 312)
• „ზღვის კიდესთან იწყება ქვიტკირის უზარმაზარი კედელი. ხვლიკები დატანტალებენ სუროში.
- ამას აფხაზეთის დიდი კედელი ჰქვია, სათანჯომდის უწევდა იგი 100 კილომეტრის სიგრძეზე. ეს კილასური ყოფილა ოდესღაც საბერძნეთისა და საქართველოს საზღვარი. ვახტანგ გორგასალმა კეისრის ასული რომ შეირთო, მზითვად მიიღო ეს მხარე“.
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 506 პდფ) წიგნი - გვ. 313)
• „გაზაფხულის იერს ბადებდა ეს ზღვა, ეს ცა და სივრცეში მიმქროლავ მაგნოლიების, ნარინჯების სამარაგდული კიანთი.
აქა-იქ ჭადრის ხე გაიელვებდა მოყვითანო ფოთლების კრთომით და ეს მოოქროვილი წინწკლები აღვიძებდნენ საშემოდგომო სევდის ნამუსრევს.“
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 506-507 პდფ) წიგნი - გვ. 314)
• „გემის მარქაფად მოდიოდნენ ზღვის დელფინები. ხანაც მედუზა იელვებდა მთლად სისხლისფერი. გემი გუზგუზით მიდიოდა და თავის ნავალზე რძისფერ შარას უკან სტოვებდა (ნაურმალის მისამგვანებელს). იმატა თვალწინ ზღვის სარკის რწევამ (ბერძენ ავტორებს თავის დროზე ჩაუწერიათ, რა მუხანათი ზღვა ყოფილა პონტოს ევქსინოს!).
საწყალობლად აჭრიალდნენ გემის ანძები. ძლიერ უყვარდა თარაშ ემხვარს ეს მოულოდნელი ზღვისა წახდომა.
პოსეიდონი დაიძრება ქვესკნელეთიდან... გაშოლტავს ზღვას და შეიქმნება სტეპის მინაგვარ ტრიამელ ფონზე აბობოქრებულ ტალღების დოღი...
გოგვით და როკვით წამოვლენ ზვირთნი და აზვავდებიან. აზვავდებიან...
და მერმე მთები, საძირკვლიდან ამოგდებულნი, გემის ბაქანზე გამართავენ ნამდვილ ოთურმას.
ასე დაიწყო იმ დილასაც შავი ზღვის ღელვა.
თარაშს სახეზე ესხმებოდა ტალღის ნაშხეფი. გრძნობდა: ნელ-ნელა სველდებოდა ტანისამოსი. იდგა და თვალში შეჰყურებდა ზღვას, „უმიზეზოდ“ გაგულისებულს.“
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 508-509 პდფ) წიგნი - გვ. 315)
• „იქ რამდენიმე ათეული ათასი ჰექტარი ლაქაშს, ჭაობსა და ხაიას უჭირავს. ვინ იცის, ეგებ აქ ახვნევინა მეფე აეტესმა იაზონს ცეცხლისმფრქვევი ხარებით მიწა და ვეშაპის კბილები ათესვინა ყამირზე.
ბევრჯერ მინადირნია იმ ჭაობებში.
მალტის და მაროკოს ჭაობები მონაგონია მათთან, აქ არის კოლხეთის ჭაობების სათავე. ამას წინად ე მანდ, შავი ტყე რომ მოსჩანს ზღვის პირად, შვიდი კაცი ვნადირობდით. დილის 10 საათზე ამოვარდა ზღვაური. ის ზღვაში შეჭრილი ნიადაგი ტორფიანია – ტყის ნიადაგს ქვემოდ წყალია, ზღვის წყალი, კეფალები და ზუთხები დასცურავენ და ზევით ჩვენ ვნადირობთ მშველზე. ორ საათში მთელი ფოთი და მისი სანახები დაფარა წყალმა, შემდეგ იმ ტყესაც ირგვლივ შემოადგა. ენით უთქმელი ამბავი გადაგვხდა. ამ თხმელნარებში დღესაც ათასობით იპოვნით მშვლებს. წყლისაგან დაშინებული მშვლის ჯოგი ე მანდ, კორტოხზე მოგროვილიყო.“
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 510-511 პდფ) წიგნი - გვ. 316-317)
• „აღარც არზაყან ზვამბაიას უძინია იმ ღამეს, ოქუმში. აფორიაქებდა ქარი ვერხვის ხეს და მთელი ღამე კვნესოდა ვერხვი. შავ ზღვაზე ციკლონმა გადაიარა.
ურთაზე ორასწლიანი მუხები მოსთხარა. ტყეებში ლელივით იფინებოდნენ, ლიწინლიწინი გაჰქონდათ ფიჭვებს, აკაციებს და ალვებს.
მთის მდინარეები აზვავდნენ. წისქვილები, ხიდები და ბონდები წალეკეს. გახელებული ენგური ახლად აგებულ რკინის ხიდს მიეჭრა, მარცხენა ბურჯი დაუზიანა, ოჩამჩირის რკინისგზა გადარეცხა მრავალგზის. ასე რომ, ძაბული იძულებული გახდა გზამოვლით, ზღვით ჩამოსულიყო ოქუმში.“
(„სტიროდნენ ბნელში სისხლის წვეთები...“ (გვ. 572 პდფ) წიგნი - გვ. 353-354)
• „მცირე ხანს ასე მიდიოდნენ მდუმარედ. დაკეტილი სამჭედურების მწკრივი გაიარეს; შოსსე მხარმარცხნივ ზღვას მიჰყვებოდა, ზღვის გაყოლებით ციტრუსების ბაღები იყო. ნარინჯები ისე ღვივოდნენ მწვანეში, როგორც ნაკლები ვოლტაჟის ელნათურები, ნარინჯის ბაღების გადაღმა შრიალებდა ზღვა და რეიდზე მდგარი გემი ასთვალიან გველეშაპს დამსგავსებოდა ცეცხლის მფრქვეველს.
მხარმარცხნივ დაბალი ოდები და ისლით დახურული სახლები იწყებოდა.“
(„ნისლი“ (გვ. 781 პდფ) წიგნი - გვ. 481)
• „დიდი თემშარა დაგიგდია და შეყოლიხარ ვირის ზურგის სიგანე ბილიკებს. ზღვას გაქცევიხარ და ტბორებში ყურყუმალობ, ელექტროს შუქი გაგიცვლია ნაძვის კვარებზე, კახური ღვინო – აყროლებულ ანწლის არაყზე.
დაბრუნდი, გირჩევ, ბარს მიაკითხე, ზღვისკენ მიმავალ შოსეს მიჰყევი. შავი ზღვა იყო ჩვენი ქვეყნის დიდი გუშაგი, მისი კულტურის, განათლების დიდი აკვანი. აღსდეგ, ჭიუხში გადაისროლე ეგ მონადირის გუდა-ნაბადი. ჩვენი წინაპრებიც ხომ უხსოვარ დროის მანძილზე ჯიხვებს დასდევდნენ ჭიუხებში. ხანაც ებრძოდნენ უცხო ნათესავთ.“
(„ბარათები მახვშის კოშკიდან“ (გვ. 828-829 პდფ) წიგნი - გვ. 510)
• „თარაშ ემხვარ თავდაღმა იწვა და ხვნეშოდა. არზაყან გატვრინული იყო. სდუმდა და ფიქრობდა მომავალ უსიამო დღეებისათვის. მერმე ატყდა ელვათა ტეხა..
სათოფურებიდან შემოიჭვრეტდა ხეობაში დაკვესილი ნათელი, გამოაჩენდა ცა ოქროს კბილებს და კვლავ ჩაწვებოდა ცაზე დაკიდული ბნელი. მრუმე ღრუბლები წარმოღუშულნი მიისწრაფოდნენ შავი ზღვისაკენ.
ატყდა ქუხილი, გაანათა მყინვარწვერები, მერმე დაეცა მერეხი და აბღავლდნენ ჭიუხები და უფსკრულები.
არზაყანს მოაგონდა ამ თავსხმაში ნაძვზე დაკიდებული მამის ცხედარი. გული აუჩქროლდა, მოაგონდა: საცოდავი მამა ბნელში დაკიდული, ორივე ხელი თვალებზე მიიკრა და მერე ელავდნენ სიბნელეში ცეცხლის რკალები და ჭიუხები გრუხუნებდნენ დაუცხრომლად.“
(„მამის თვალი“, გვ. 904 პდფ) წიგნი - გვ. 556)
• „შეუძლებელს და მიუწვდენელს ეპოტინება თარაშ ემხვარ.
გუშინ არ იყო განა ეს აგრე? გუშინ, გუშინწინ ჭაბუკი ამირანი ეგონა თავი, ბნელ გვირაბში ძალის შემნახველი. უცდიდა მერმე დღეს და საათს, ასე ეგონა, როცა იქნება, ძალას გვირაბიდან გამოიღებდა, და ამის შემდეგ თვით შესძრავდა იგი ქვეყანას.
ქვეყანა ისევ იგივე დარჩა, რაღაც ძლიერი და სასტიკი სანახაობა, როგორც შავი ზღვა გრიგალისაგან შეშფოთებული. თარაშ ემხვარ კვლავ სეირნობს ამ ზღვის ნაპირზე, ღელვათა ტეხის, მიწისძვრების მაყურებელი.
სამშობლოს, მამულს, „მაღალ იდეებს“ მან არ აუგო ჯერ გუშინწინ დიდი სახატე, პირველი მოგვი თავათ იყო, მოგვიც და მრევლიც. ახლა ეს ცნებები ცნებებად დარჩნენ. სახატე დარჩა ისევ სახატედ და მან დაჰკარგა ლოდინში ძალა.“
(„ჭანგმოცარული მიმინო“, (გვ. 921 პდფ) წიგნი - გვ. 566)
• „გულხელდაკრეფილი შეეგება თარაშ ემხვარი სიკვდილს, ახლა მისი ერთადერთი ნატვრა ეგაა: ის უბედური ლუკაია ლაბახუა აქ იყოს ნეტავ, სულთათანა მაინც წაუკითხოს თარაშ ემხვარს.
გახედა კედელს, ერამხუტ ემხვარის ლანდს მოჰკრა თვალი, იდგა ფერგამკრთალი მაღალი ვაჟკაცი, ლანდების სამყაროს მარტოსული სტუმარი. და ახლა გაიგო თარაშმა, თუ რად წააკითხვინა ერამხუტ ემხვარმა დავითნი დიაკონს, როცა სიკვდილის მოახლოვება იგრძნო.
უცებ ისეთი ერთობლივი ქშუილი გაისმა, თითქოს შავი ზღვა საწოლიდან წამომდგარა და მობუბუნებსო ხმელის წასარღვნელად. წვიმა ტლაშუნებდა სახურავის ყავარზე, ფანჯრებთან, მაგნოლიის ფოთლებზე ისე ბარტყუნობდა, ბნელფრთიანი ფრინველები შესევიაო მაგნოლიის ხეებს.“
(„მესეფენი“ (გვ. 948 პდფ) წიგნი - გვ. 582)
• „ენგური ადიდებულაო? მერე რა? განა შარშან ამ დროს არ გადალახა არზაყანმა გაშმაგებული ენგური? შარშან ყოველივე კარგად იყო, ახლა თამარის სიცოცხლე განსაცდელში ეგულება არზაყანს და ენგური რას გაუმკლავდება მას?
თამარი უნდა ნახოს არზაყანმა და ამას არაფერი დაუდგება წინ, ენგური კი არა, შავმა ზღვამ რომ გადმოლახოს ხმელეთის კიდენი და წარღვნას ქვეყანა თუნდაც...
მერმე თავი აიღო არზაყანმა და შეეკითხა ძაბულის: ნუთუ ისე გაურთულდაო ყვავილი მაგ ქალს? ძაბულის ეს უნდოდა თვალებში შეხედა არზაყანისათვის, მაგრამ არზაყანმა თავი დახარა და განზე გაწეული თასმა შემოაწყდა უცაბედად ხელში.
(„თარაშ ემხვარის მესამე გზა“ (გვ. 982-983 პდფ) წიგნი - გვ. 604)“
• „გაშალა მკლავები ემხვარმა. მოსტაცა თვალი მოვარვარე დისკომ მთვარისამ, თითქოს უფსკრულეთს დარჩენოდა ცეცხლებრ მგზნებარე ცალი თვალი და მიჰყვა მთვარეს ცნობაწართმეული ცურვით, მაგრამ იძალა ისევ ენგურმა, იბურთავა მთვარე, გამოსტაცა ქანცმილეულ მცურავს და გააქანა უფსკერო შავეთში.
კონსტანტინე გამსახურდია
"მთვარის მოტაცება" (თბილისი, გამომცემლობა პალიტრა L,2021 წელი)
• „აფისლებისა და ნახევარმთვარა ზღვის კიდის მეორე ნაწილში აბაზგები მოსახლეობენ... აბაზგები ძველითგანვე ლაზების ქვეშევრდომები იყვნენ, ხოლო მუდამ ჰყავდათ ორი თვისტომი მთავარი... ეს ტომები ჩვენს დრომდისაც თაყვანს სცემდნენ ჭალებს და ტყეებს. უცნაურ გულუბრყვილობის გამო ხეები ღმერთებად მიაჩნდათ. თავიანთ მთავრებისაგან საშინელი ჩაგვრა გამოუცდიათ მრავალგზის, რაკი ისინი ეგზომ ვერცხლის მოყვარულნი ყოფილან თურმე.“
- პროკოფი კესარიელი
(„ერგეაშვა“ (გვ. 4 პდფ) წიგნი - გვ. 5)
• „კაც ზვამბაიას ცხენი გულნაწყენად ფრუტუნებდა. წინ მიიწევდა, ჯავრობდა: თავდაჭერილი მხედარი დაწინაურებული ულაყის გასწრება რომ ანებებდა. ცხენიც ხომ ხარბია, თავის ტოლს თუ ხედავს აღვირმიშვებულსა და წინმორბენალს.
მთვარემ გადმოხედა ახლად აყვავებულ ალუჩებსა და ატმებს, ვერცხლის ღიმილი გადაათოვა ველებს და მერმე წამოვიდა შავი ზღვის ნასუნთქი ღრუბელი, შემოუარა, შემოევლო, ზედ გადაეფოფრა მთვარეს, როგორც ბოლოგაშლილი ფარშავანგი თავის ნამლევს.“
(„ერგეაშვა“ (გვ. 7 პდფ) წიგნი - გვ. 6)
• „ძველებური კედლის საათის მონოტონური ტაკატუკი კიდევ აკავშირებს მას დუმილში ჩაფლულ სიცხადესთან. საკმარისია სულ ერთი წუთით შესდგეს ამ საათის ქანქარას მოძრაობა, ბაბუა ტარიელის თვალში დაივსება მორიალე სხივი და თავისებური გმირული ძილით დაეძინება კიდევაც. მაგრამ ნასამხრალი მზე დასავლეთისაკენ მიეშურება, გარემოში გახმიანდა შავი ზღვის ჭალიკონით სულმოთქმული ცხოვრება.“
(„წურბელების პატრონი“, (გვ, 40 პდფ) წიგნი - გვ. 27)
• „აიარე – ბაიარე“. მღერიან თარაში და არზაყანი.
ბაიებს თავს წააწყვეტდნენ, მოლზე დააწყობდნენ, ბაიის ყვავილები მათი წიწილებია. არზაყან გვირილის ყვავილსაც გამოსძებნის.
ეს კრუხია.
„წიპ, წიპ, წიპ“, იძახის არზაყან და არზაყან არზაყანი როდია, არზაყან თარაშის ძიძაა და თარაში თარაშ ემხვარი როდია, თარაში მეზობლის მზეხაა.
„ჩემი წიწილი შენს ბოსტანში გადასულა“.
„არა, ეს ჩემია“. ჩხუბობენ თარაში და არზაყან, მზეხას და ძიძას ჰბაძავენ.
წამოვა წვიმა, ეზოში წყლის გუბე დადგება და ეს დიდი გუბე შავი ზღვაა. ცარიელი კოლოფი ჩააგდეს, ეს გემია ოჩამჩირესთან მიმდგარი.
ბეე, ბღავის გემი მეზობლის ვერძივით.
„ვინ ხარ მამაცი, ჩამოიტანეთ სკივრები, ზანდუკები ოქროთი და ვერცხლით გავსილი, დედას მოუტანეთ“.
ბეე, ბღავის გემი და წასვლა ეჩქარება.
(„გენერლის კალმასობა“, (გვ. 105-106 პდფ) წიგნი - გვ. 65-66)
• “დღეები რიალით მიჰქრიან, ბაია მოილევა, მერცხლები მოვ ლენ, ალუჩა დამწიფდება, ბლებს ჩიტები დაესევიან, ალუჩას მეზობლის ბავშვები დაჰკრეფავენ, ნიგვზის ხე „ლეკვებს“ გამოისხამს. ალუბალს ფოთოლი შეუყვითლდება და პურის ყანებს მოოქროვილ ქოჩორს უვარცხნის შავი ზღვიდან მოვარდნილი ჭალიკონი. ხეზე გასულ ვაზის ფოთლებში ლალისფერი მტევნები გამოკრთიან. დაიწყება წვიმები, აფხაზეთისა და ოდიშის გაუთავებელი წვიმები. საძირკველში ობის სუნი ჩასდგება, სინესტის სუნი, ციების სუნი. სიმინდს ქოჩორი შეევერცხლება, მწვანე ტაროებს ყვითელი ფოჩვი გამოესხმება. მაშინ არზაყანი და თარაში ხაშარს დააძრობენ სიმინდებს, გრძელ წვერ-ულვაშს გაიკეთებენ.“
(„გენერლის კალმასობა“, (გვ. 111-112 პდფ) წიგნი - გვ. 69-70)
• “და როგორც შებინდებისას წამოვა ხოლმე პონტოს ზღვიდან ამდგარი ლეგა ღრუბელი და მერმე უშველებელ ძერასავით აფხორილი გამოსწევს ქიანქიანით, გზადაგზა უფრო და უფრო გაზრქელდება და გაშავდება და ჩაწვება ოქუმის ახლოს, ანარიიდან განაწევრებ ორ მომცრო მთას შორის, ისე ეშვებოდა მამასა და შვილს შორის გაბოროტება და ეს ყოველივე სავსებით უბრალო წვრილმანებში იჩენდა თავს.”
(„არაბია“, (გვ. 166 პდფ) წიგნი - გვ. 102)
• „დასავლეთელებმაც უეცრად მოსწყვიტეს ცხენები. ზოგმა ჰაერში დაიჭირა თხილის ჯოხი, ზოგი ცხენიდან გადმოვარდა, ძირს დავარდნილი თხილის ჯოხის ასატაცებლად უნაგირიდან გადახრილი. მიუვარდნენ აღმოსავლეთელებს, თხილის ჯოხები დაუშინეს და კვლავ უკუიქცნენ. ისევ დაიძრნენ აღმოსავლელნი, ისევ მიაგდეს ცხენები დასავლეთელების ბანაკთან, ესროლეს თხილის ჯოხები „მტერს“ და კვლავ მიაშურეს თავიანთ პოზიციებს.
და ასე გრძელდებოდა ისინდი, ვიდრე ურჩხულის დარი ღრუბელი არ დაიძრა პონტოს ზღვიდან და მრუმე ფერებისაგან და დაიხშო დასავლეთში მოკიანე ოქსინოს ცისკიდური.
ნელ-ნელა გაშავდნენ ჯუღეჯიანის ველზე დარჩენილი ბჟოლის ხეების მწვანე ქოლგები და მხედრების სილუეტებიც ისე დამუქდნენ, როგორც მსუბუქი ტუშით ნახატი ფიგურები. აღარ ცქმუტავდა მოუსვენრად უკვე მოქანცული გუნტერი, თარაშ ემხვარი გარინდებული ყურს უგდებდა მხედრების მიერ წამოწყებულ კეისრულს.“
(„ისინდი“, (გვ. 215 პდფ) წიგნი - გვ. 133)
• „მუხის ნამორზე დავსვი, უკან დავიხიე და შევხედე: თეთრი ბატისტის ქვედაკაბა უჩანდა და მუხლისთავებთან გვირილასავით თეთრი აჟურები. გადავირიე, ეს რომ ვნახე და ჩემს გულს ვუთხარი: ეს ქალი თუ ჩემი არ გახდა, უთუოდ ზღვაში თავს დავიხრჩობ-მეთქი ისევე, როგორც ჯახანა შარვაშიძისათვის დაიხრჩო თავი გუძა მარშანიამ იმ წელს.“
(„აზნაურის აღსარება“ (გვ. 271-272 პდფ) წიგნი - გვ. 168)
• „იგი შორიდან სტკბებოდა ამ ძველთაძველი ხუროთმოძღვრების ნიმუშით. გამხმარი გოლიათური ცაცხვების შტოები ისე მოსჩანდნენ ცისა და ზღვის ფონზე, როგორც თავქვეჩარჭობილი გველეშაპების ჩონჩხები. გვანჯ აფაქიძეც შესცქეროდა ილორის ტაძარს. სდუმდა, შესცქეროდა, მაგრამ არას ამბობდა. ძაღლების უნიათო წკავწკავი აყრუებდა გარემოს. მთელი სოფელი აამტუტა შარაგზებზე გამოჩენილ ცხენების თქარათქურმა.“
(„აზნაურის აღსარება“, (გვ. 276 პდფ) წიგნი - გვ. 171)
• „ყოველ გიორგობისთვის, 23 აპრილის წინა ღამეს საქართველოს უშორეს კუთხიდან მოვაყვანინებდით ხარს, რათა არავის ეცნო ილორის წმინდა გიორგის მიერ მოყვანილი ხარი. ზღვაში ვაბანებდით, ზღვის ქვიშას მოვაყრიდით, მერმე გამოვიდოდა ქადაგი და ყველას დააჯერებდა: წმინდანმა ზღვიდან ამოიყვანაო ხარი.“
(„აზნაურის აღსარება“, (გვ. 277 პდფ) წიგნი - გვ. 172)
• „ძველთაძველი ზღვისპირა კოშკი ფეოდალისა სანახევროდ დალეწილი იყო: ქონგურები ჯერ კიდევ შერჩენოდა სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედელს, დასავლეთისა სანახევროდ დანგრეულიყო; ამ ნანგრევებზე ლეღვისა და თხილის მოზრდილი ხეები ამოსულიყვნენ, მთავარ ნაგებობის გვერდით ბათმანის დარი მცირე კოშკი იდგა. მას არც კარი უჩანდა და არც ფანჯარა, არცთუ მისასვლელი ან ხვრელი რამ. ერდო სავსებით სწორი იყო. ამ ერდოზედაც ხეები ამოსულიყო ბუჩქოვანი. თარაშ ემხვარმა აქ მოირთხა; ჯირითით, მგზავრობით და ხალხის ზიმზიმით დაქანცულმა ლეღვის ხეს მიაყრდნო ტანი, ნებიერად გასჭიმა სახსრები, დიდხანს მდუმარედ გასცქეროდა მთვარისაგან მოსევადებულ ზღვას.
ზღვა უდრტვინველად სთვლემდა. ასე ეგონებოდა კაცს, ზღვა კი რა, ველი არისო მოლიბრო ჯეჯილით მოსილი. დასავლეთით ფრთაგაშლილ ქერუბიმებსავით ეთეროვანი ღრუბლები უძრავად ეკიდნენ სფეროში და ცის შუაგულიდან მოყოლებული სამხრეთისაკენ, შორს, ვიდრემდის თვალი მისწვდებოდა, გაჭიმულიყო თეთრ ეტრატსავით წაგრაგნილი ღრუბელი, თხელი, გამჭვირვალე და მთვარისაგან გაბრწყინებული. ხოლო ჩრდილოეთისაკენ, ზღვასა და ცას შორის გახიდულიყო ორფრთიანი მრუმე, რომელსაც ისე საოცრად ეტყობოდა ადამიანური ფორმა თავისა, ასე იტყოდი: უზარმაზარი ირიბფრთებიანი სატანა გახირულაო ზღვასა და ცას შორის.
ეძინა ორივეს – ზღვასა და ცას, ლაპლაპებდა შორიდან ზარიპარია ვარსკვლავი და გამდნარ ოქროს დარად მოკაშკაშე მთვარე რძისფერ სინათლეს ათოვდა რულმოდებულ ზღვას.“
(„ფერისცვალება“, (გვ. 287-288 პდფ) წიგნი - გვ. 178-179)
• „მართლაცდა, ვინ იცის, ვინ არ ყოფილა ამ კოშკში. ფიქრობდა იგი. ეგებ ბერძნები აქ ყოფილიყვნენ. იაზონი და მისი მხლებელნი. ალბათ ლაზებს სჭერიათ ოდესმე, მერმე ბიზანტიელებს, ვენეციელებს, ქართველებს და თურქებს. ვინ იცის, რამდენ ერს დაუსერავს იმ ზღვის გული ნიჩბებითა და გემების ჭვინტებით!
თარაშ ემხვარ სიგრძეზე გაიშხვართა კოშკის ზეთავზე. გულმკერდზე ხელდაჭდობილი შესცქეროდა ხან ზღვასა, ხან ცას, ხან ლუკაიას გადახედავდა. ახლა მას არაფერი უნდოდა სხვა, აქ დარჩენილიყო, ამ ნამცვარევ ამო ბალახის რბილ და სურნელოვან სარეცელზე წამოწოლილი... ბალახი დაცვარული იყო და ალმასის საყურეები კიანთებდნენ ბალახებისა და ველური ყვავილების კლერტოებზე.“
(„ფერისცვალება“, (გვ. 288-289 პდფ) წიგნი - გვ. 179)
• „ცას ფერი ეცვალა ანაზდეულად, ჩრდილოეთით დაკიდებული მრუმე ღრუბელი უფრო გაშავდა. მდუმარედ იწვა პირაღმა თარაშ ემხვარ და გასცქეროდა, თუ როგორ უჩინარად ეპარებოდა უფრო მუქი, თალხი ფერები ნამრუდისფერად ქცეულ ზღვასა და ცას. სადღა იყო ზღვა, ზღვა უკვე აღარ სჩანდა და მოაგონდა მას აპოკალიპსის სიტყვები: ზღვა უკვე აღარ იყოვო, რომ დაწერილა.“
(„ფერისცვალება“, (გვ. 291 პდფ) წიგნი - გვ. 181)
• „იდგა ილორის ჩამოღამებულ სამრეკლოს თაღს ქვეშ ლუკაია ლაბახუა. რეკავდა. გასცქეროდა ზღვისკენ გაჭრილ ხმას ზარისას; თითქოს ხმა როდი ყოფილიყო ეს, არამედ უზარმაზარი შავფრთიანი ფრინველი.
გრუხუნით მიჰქროდა ილორის დიდი ზარის გრიალი სივრცეში.
ბარბაცით, ტორტმანით, ბუბუნით მიგელავდა მთვრალი, თავაწყვეტილი დევი, ხევსა და ხევს შორის გახმიანებული. იარა ასე, თითქოს მიგორავსო დანჯღრეული რონოდა და ერთბაშად დაიხრჩო ზღვაში.“
(„ქვესკნელის ბულბულები“, (გვ. 323 პდფ) წიგნი -გვ. 200-201)
• „აიშვეს თავი პატარა ზარებმაც (როგორც ხმაწვრილა მადევრებმა, რომელნიც ჯერ მარეკებს მოჰყავდათ თოკით და, როცა ნადირი შეიგულეს ტყის პირად, აუშვეს, მიუსიეს გაქცეულ ტყიურს).
გაიშლიგინა ზარების ერთობლივმა ჟღარუნმა ჭადრების, ცაცხვების ნეშოში, გადაუქროლეს მძინარე სოფელს: გადაეფინა მკერდზე მთვლემარე ზღვას ზარების ერთობლივი ეხო. რეკავდა მთვრალი ლუკაია ლაბახუა, თავათაც არ იცოდა, თუ ვისთვის რეკავდა, და სდრეკდა ცადაქმნილს და აზანზარებდა ზარების ჯარების რახრახი, რაზრაზი...
ბუბუნით, გრიალით, წკრიალით, ვიშვიშით სწეწავდნენ ღამეს მრისხანე ზარები.“
(„ქვესკნელის ბულბულები“, (გვ. 324 პდფ) წიგნი -გვ. 201)
• „თარაშმა გვანჯ აფაქიძის სახლამდე მიაცილა კაროლინა. კაროლინა ევედრა: აწი ძილისათვის უნდა იფიქროვო. თარაშს ჯერ კიდევ არ გამონელებოდა ღვინო. არ ბარბაცებდა, მაგრამ სხეულზე ღვინის მხურვალება შემონთებოდა, თითქოს სისხლი ვეღარ ეტევაო ძარღვებში, უნდოდა გაქცევა ან ცხენის ჭენება, ან არადა გასულიყო ზღვაში და ცურვით შეჭრილიყო შიგ შუაგულში.
ზღვისკენ გაიხედა: მთვარე ჯერაც არ დამცხრალიყო.
თეთრი ფაიფურის დარი ღრუბლის ნაკუწები ელავდნენ აქა-იქ. შორს, ზღვის კიდეზე მებადურების აფრები მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესავით მიმოდიოდნენ (ჯერ იყო, ეს აფრები პირამიდებს ჰგავდნენ შორეულ უდაბნოში უცხო რამ სხივთა თამაშით სახენაცვალი, მერე კი ისინი შესუდრულ სულებს დაემსგავსნენ და გაუჩინარდნენ).“
(„ქვესკნელის ბულბულები“, (გვ. 326 პდფ) წიგნი -გვ. 203)
• „მართალია, მე გრძნობა მრავალგზის გამიფლანგავს სხვათა ქვეყანაში, მაგრამ ისიც ხდება ჟამიდან ჟამზე, გული ხანდახან შავ ზღვასა ჰგავს ფირუზისფერს. მრავალი მღვრიე მდინარე შეერთვის ჩვენ შავ ზღვას, მაგრამ იგი მაინც უშესანიშნავესი და უწმინდესი ზღვაა სხვა ზღვათა შორის.“
(„მისოუსტ!“, (გვ. 452 პდფ) წიგნი -გვ. 278)
• „ნუმც გამოლევიაო ნაყოფთა სისავსე კოლხეთის ველებს და ტყეებს. კოლხეთი, ბატონებო, – ამბობდა საკმაოდ პათეთიურად ეს საკმაოდ შეჭიკჭიკებული თამადა, – კურთხეული ქვეყანააო, ძველ ბერძენ ავტორების მიერ მრავალგზის ქებული.
„ვინ არ ყოფილა აქ, ვინ არ მოუყვანია აღტაცებაში ამ ცას, ამ ზღვას, ამ ხმელს და მადანს, ჩვენს ხმას, ჩვენს გმირობას და მამაცობას.
ფრიქსმა ოქროს ვერძით გადასცურა დარდანელი და მერმე პონტოს ევქსინოსს მოაშურა, არა?“
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 501 პდფ) წიგნი - გვ. 310)
• „იმ ხანად შავი ზღვის რკინიგზა მარტო ოჩამჩირეს სწვდებოდა, ამიტომაც ჩვენი გმირები ავტოში გადაჯდნენ.
შარდინი წამსვე იქ გაჩნდა, შოფერთან მოთავსდა (დახედეთ შარდინს, იგი ნელ-ნელა ითვისებს დიდკაცურ ზნეს!).
კაროლინას ეს ამბავი გაუხარდა. ახლოს რომ მომჯდომოდა, თავს წამჭამდაო ლაყბობით. ეს გზატკეცილი ზღვის კიდეს უახლოვდება ალაგ-ალაგ.
მხარმარჯვნით, დაბალ სერებზე ოდიშური ოდებია გამწკრივებული, მხარმარცხნით ზღვა მოსჩანს პირველჯეჯილისფერისა. ნარინჯის ბაღები და ველური, ციტრუსოვანი ხეები, მაგნოლია, დაფნა მარადჟამულ მწვანით ამკობენ ხმელს. თეთრად ნაგვირისტევი ტალღები ელამუნებიან ამ მშვენიერ ნაპირს.“
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 503 პდფ) წიგნი - გვ. 312)
• „ცხენოსნებმა მთისკენ იქციეს პირი, სოფლის შარაზე გაივაკეს, დამბაჩების სროლით მიაშურეს კორტოხზე მდგარ ოდას.
წითელ-ყვითელით მორთული ქალები კიბეზე ჩამოდიან.
ლანდშაფტი შეიცვალა უცებ, ზღვის ფონზე გამოჩნდა მარტოხელა გემი. დაკლაკნილი კვამლი ცისკენ მიემართება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, უშველებელი ბაგირით ჰკიდიაო ეს ცისფერი გემი ნაპენტი ღრუბლებით მოგებულ ცაზე.
თამარი გატვრინული იჯდა. თარაშს წელზე შემოეჭდო ხელი, რადგან მანქანა არყევდა თამარს.“
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 504 პდფ) წიგნი - გვ. 312)
• „ზღვის კიდესთან იწყება ქვიტკირის უზარმაზარი კედელი. ხვლიკები დატანტალებენ სუროში.
- ამას აფხაზეთის დიდი კედელი ჰქვია, სათანჯომდის უწევდა იგი 100 კილომეტრის სიგრძეზე. ეს კილასური ყოფილა ოდესღაც საბერძნეთისა და საქართველოს საზღვარი. ვახტანგ გორგასალმა კეისრის ასული რომ შეირთო, მზითვად მიიღო ეს მხარე“.
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 506 პდფ) წიგნი - გვ. 313)
• „გაზაფხულის იერს ბადებდა ეს ზღვა, ეს ცა და სივრცეში მიმქროლავ მაგნოლიების, ნარინჯების სამარაგდული კიანთი.
აქა-იქ ჭადრის ხე გაიელვებდა მოყვითანო ფოთლების კრთომით და ეს მოოქროვილი წინწკლები აღვიძებდნენ საშემოდგომო სევდის ნამუსრევს.“
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 506-507 პდფ) წიგნი - გვ. 314)
• „გემის მარქაფად მოდიოდნენ ზღვის დელფინები. ხანაც მედუზა იელვებდა მთლად სისხლისფერი. გემი გუზგუზით მიდიოდა და თავის ნავალზე რძისფერ შარას უკან სტოვებდა (ნაურმალის მისამგვანებელს). იმატა თვალწინ ზღვის სარკის რწევამ (ბერძენ ავტორებს თავის დროზე ჩაუწერიათ, რა მუხანათი ზღვა ყოფილა პონტოს ევქსინოს!).
საწყალობლად აჭრიალდნენ გემის ანძები. ძლიერ უყვარდა თარაშ ემხვარს ეს მოულოდნელი ზღვისა წახდომა.
პოსეიდონი დაიძრება ქვესკნელეთიდან... გაშოლტავს ზღვას და შეიქმნება სტეპის მინაგვარ ტრიამელ ფონზე აბობოქრებულ ტალღების დოღი...
გოგვით და როკვით წამოვლენ ზვირთნი და აზვავდებიან. აზვავდებიან...
და მერმე მთები, საძირკვლიდან ამოგდებულნი, გემის ბაქანზე გამართავენ ნამდვილ ოთურმას.
ასე დაიწყო იმ დილასაც შავი ზღვის ღელვა.
თარაშს სახეზე ესხმებოდა ტალღის ნაშხეფი. გრძნობდა: ნელ-ნელა სველდებოდა ტანისამოსი. იდგა და თვალში შეჰყურებდა ზღვას, „უმიზეზოდ“ გაგულისებულს.“
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 508-509 პდფ) წიგნი - გვ. 315)
• „იქ რამდენიმე ათეული ათასი ჰექტარი ლაქაშს, ჭაობსა და ხაიას უჭირავს. ვინ იცის, ეგებ აქ ახვნევინა მეფე აეტესმა იაზონს ცეცხლისმფრქვევი ხარებით მიწა და ვეშაპის კბილები ათესვინა ყამირზე.
ბევრჯერ მინადირნია იმ ჭაობებში.
მალტის და მაროკოს ჭაობები მონაგონია მათთან, აქ არის კოლხეთის ჭაობების სათავე. ამას წინად ე მანდ, შავი ტყე რომ მოსჩანს ზღვის პირად, შვიდი კაცი ვნადირობდით. დილის 10 საათზე ამოვარდა ზღვაური. ის ზღვაში შეჭრილი ნიადაგი ტორფიანია – ტყის ნიადაგს ქვემოდ წყალია, ზღვის წყალი, კეფალები და ზუთხები დასცურავენ და ზევით ჩვენ ვნადირობთ მშველზე. ორ საათში მთელი ფოთი და მისი სანახები დაფარა წყალმა, შემდეგ იმ ტყესაც ირგვლივ შემოადგა. ენით უთქმელი ამბავი გადაგვხდა. ამ თხმელნარებში დღესაც ათასობით იპოვნით მშვლებს. წყლისაგან დაშინებული მშვლის ჯოგი ე მანდ, კორტოხზე მოგროვილიყო.“
(„სანტიმენტალური მოგზაურობა“, (გვ. 510-511 პდფ) წიგნი - გვ. 316-317)
• „აღარც არზაყან ზვამბაიას უძინია იმ ღამეს, ოქუმში. აფორიაქებდა ქარი ვერხვის ხეს და მთელი ღამე კვნესოდა ვერხვი. შავ ზღვაზე ციკლონმა გადაიარა.
ურთაზე ორასწლიანი მუხები მოსთხარა. ტყეებში ლელივით იფინებოდნენ, ლიწინლიწინი გაჰქონდათ ფიჭვებს, აკაციებს და ალვებს.
მთის მდინარეები აზვავდნენ. წისქვილები, ხიდები და ბონდები წალეკეს. გახელებული ენგური ახლად აგებულ რკინის ხიდს მიეჭრა, მარცხენა ბურჯი დაუზიანა, ოჩამჩირის რკინისგზა გადარეცხა მრავალგზის. ასე რომ, ძაბული იძულებული გახდა გზამოვლით, ზღვით ჩამოსულიყო ოქუმში.“(„სტიროდნენ ბნელში სისხლის წვეთები...“) მცირე ხანს ასე მიდიოდნენ მდუმარედ. დაკეტილი სამჭედურების მწკრივი გაიარეს; შოსსე მხარმარცხნივ ზღვას მიჰყვებოდა, ზღვის გაყოლებით ციტრუსების ბაღები იყო. ნარინჯები ისე ღვივოდნენ მწვანეში, როგორც ნაკლები ვოლტაჟის ელნათურები, ნარინჯის ბაღების გადაღმა შრიალებდა ზღვა და რეიდზე მდგარი გემი ასთვალიან გველეშაპს დამსგავსებოდა ცეცხლის მფრქვეველს. მხარმარცხნივ დაბალი ოდები და ისლით დახურული სახლები იწყებოდა.“(„ნისლი“) დიდი თემშარა დაგიგდია და შეყოლიხარ ვირის ზურგის სიგანე ბილიკებს. ზღვას გაქცევიხარ და ტბორებში ყურყუმალობ, ელექტროს შუქი გაგიცვლია ნაძვის კვარებზე, კახური ღვინო – აყროლებულ ანწლის არაყზე. დაბრუნდი, გირჩევ, ბარს მიაკითხე, ზღვისკენ მიმავალ შოსეს მიჰყევი. შავი ზღვა იყო ჩვენი ქვეყნის დიდი გუშაგი, მისი კულტურის, განათლების დიდი აკვანი. აღსდეგ, ჭიუხში გადაისროლე ეგ მონადირის გუდა-ნაბადი. ჩვენი წინაპრებიც ხომ უხსოვარ დროის მანძილზე ჯიხვებს დასდევდნენ ჭიუხებში. ხანაც ებრძოდნენ უცხო ნათესავთ.“ („ბარათები მახვშის კოშკიდან“) [...] თარაშ ემხვარ თავდაღმა იწვა და ხვნეშოდა. არზაყან გატვრინული იყო. სდუმდა და ფიქრობდა მომავალ უსიამო დღეებისათვის. მერმე ატყდა ელვათა ტეხა.. სათოფურებიდან შემოიჭვრეტდა ხეობაში დაკვესილი ნათელი, გამოაჩენდა ცა ოქროს კბილებს და კვლავ ჩაწვებოდა ცაზე დაკიდული ბნელი. მრუმე ღრუბლები წარმოღუშულნი მიისწრაფოდნენ შავი ზღვისაკენ. ატყდა ქუხილი, გაანათა მყინვარწვერები, მერმე დაეცა მერეხი და აბღავლდნენ ჭიუხები და უფსკრულები. არზაყანს მოაგონდა ამ თავსხმაში ნაძვზე დაკიდებული მამის ცხედარი. გული აუჩქროლდა, მოაგონდა: საცოდავი მამა ბნელში დაკიდული, ორივე ხელი თვალებზე მიიკრა და მერე ელავდნენ სიბნელეში ცეცხლის რკალები და ჭიუხები გრუხუნებდნენ დაუცხრომლად.“ („მამის თვალი“) [...] ქვეყანა ისევ იგივე დარჩა, რაღაც ძლიერი და სასტიკი სანახაობა, როგორც შავი ზღვა გრიგალისაგან შეშფოთებული. თარაშ ემხვარ კვლავ სეირნობს ამ ზღვის ნაპირზე, ღელვათა ტეხის, მიწისძვრების მაყურებელი. სამშობლოს, მამულს, „მაღალ იდეებს“ მან არ აუგო ჯერ გუშინწინ დიდი სახატე, პირველი მოგვი თავათ იყო, მოგვიც და მრევლიც. ახლა ეს ცნებები ცნებებად დარჩნენ. სახატე დარჩა ისევ სახატედ და მან დაჰკარგა ლოდინში ძალა.“ („ჭანგმოცარული მიმინო“) [...]უცებ ისეთი ერთობლივი ქშუილი გაისმა, თითქოს შავი ზღვა საწოლიდან წამომდგარა და მობუბუნებსო ხმელის წასარღვნელად. წვიმა ტლაშუნებდა სახურავის ყავარზე, ფანჯრებთან, მაგნოლიის ფოთლებზე ისე ბარტყუნობდა, ბნელფრთიანი ფრინველები შესევიაო მაგნოლიის ხეებს.“(„მესეფენი“) [...] ენგური ადიდებულაო? მერე რა? განა შარშან ამ დროს არ გადალახა არზაყანმა გაშმაგებული ენგური? შარშან ყოველივე კარგად იყო, ახლა თამარის სიცოცხლე განსაცდელში ეგულება არზაყანს და ენგური რას გაუმკლავდება მას? თამარი უნდა ნახოს არზაყანმა და ამას არაფერი დაუდგება წინ, ენგური კი არა, შავმა ზღვამ რომ გადმოლახოს ხმელეთის კიდენი და წარღვნას ქვეყანა თუნდაც... [...] გაშალა მკლავები ემხვარმა. მოსტაცა თვალი მოვარვარე დისკომ მთვარისამ, თითქოს უფსკრულეთს დარჩენოდა ცეცხლებრ მგზნებარე ცალი თვალი და მიჰყვა მთვარეს ცნობაწართმეული ცურვით, მაგრამ იძალა ისევ ენგურმა, იბურთავა მთვარე, გამოსტაცა ქანცმილეულ მცურავს და გააქანა უფსკერო შავეთში. უთენია შავ ზღვისკენ მიჰქონდა ენგურს პირაღმა მწოლარე შავჩოხიანი ცხედარი... ლაინისფერი გადაკვროდა ზღვას მშვიდად მთვლემარეს. მთვარე აღარ სჩანდა ცაზე. ერთადერთი ღრუბლის ფთილა შერჩენოდა მალაქიტის ცას, კოლხური ოქროს საწმისის ფერისა. [...] ლაინისფერი გადაკვროდა ზღვას მშვიდად მთვლემარეს. მთვარე აღარ სჩანდა ცაზე. ერთადერთი ღრუბლის ფთილა შერჩენოდა მალაქიტის ცას, კოლხური ოქროს საწმისის ფერისა.“(„როგორ მოიტაცა ენგურმა მთვარე“)