პუბლიკაციები

    შავი ზღვის სივრცის რეპრეზენტაციის მოდელები თანამედროვე ქართულ და რუსულ პროზაში (სამაგისტრო ნაშრომი) 2025

    შავი ზღვა, როგორც გეოგრაფიული, კულტურული და სემიოტიკური სივრცე,
    განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში, სადაც ის არა
    მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტია, არამედ მრავალშრიანი ნარატიული კონსტრუქცია,
    ტრავმული მეხსიერების, ნაციონალური იდენტობისა და პოლიტიკური და
    კულტურული ტრანსფორმაციების აღმნიშვნელი.
    წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს თანამედროვე ქართულ და რუსულ პროზაში შავი
    ზღვის რეპრეზენტაციის მოდელების შესწავლას. კვლევის პირველწყაროებია ოთხი
    სხვადასხვა ესთეტიკური და იდეოლოგიური პარადიგმის მქონე ტექსტი: გურამ
    ოდიშარიას „სოხუმში დაბრუნება“ (2013 წ). გიორგი სოსიაშვილის „ზღვა და ალუბლები“
    (2013 წ.), ედუარდ ლიმონოვის „Чёрное море / Гудауты“ (2001 წ.) ფაზილ ისკანდერის
    „Рассказ о море“ (1966 წ)

    დაწვრილებით