„ქალაქი წყალქვეშ (ძველი დიოსკურია)“

[...]
გადმოანგრიე შენი ზვირთები,
რომ მხარეებმა მხარეს გაასწროს...
[...]
როგორ? გიგანტურ სიმებს და წკირას —
გაუქრობელი შუქი შვენოდა
მისთვის, რომ იგი უგულო ტირანს
და ფილისტერებს ხელთ შერჩენოდა?
მისთვის ავაგე კოშკები — მინა
გამძლე დღეების ფოლადათ, რკინად,
რომ გაიძვერას პოეტის ბინა
გადაექცია საკუთარ ბინად?
არა და არა! მრავალი სტანჯა,
მრავალს დაუფრთხო სიმშვიდის ძილი, —
ლექსი ყოველთვის იყო ხანჯალი,
ლექსი მტრებისთვის იყო სიკვდილი.
მოგხვდათ? იგრძენით? შევატრიალე
თუ არა ნისლში მყოფი ბორბალი?
იყო თუ არა ჭექა-გრიალი,
ჩვენი დღეების ცა ნაჭორფალი?
ო, შავო ზღვაო! ასწიე გემი,
შუქი დაენთოს ქაფთა მოკრებას, —
დაე, კვლავ ჰგავდეს მგზავრობა ჩემი
ცხოვრების ჩემის აბობოქრებას.
მაგრამ შორს ლურჯი გამოჩნდა მთები,
ახლა იქ მყუდრო ნავთსადგურია,
წყალში შთასული არის მითები
და ძველისძველი დიოსკურია.
ნავსადგურიდან თავდება ხაზი,
ერთდროს აქ იდგა მრავალთ-მრავალი
სხვა წინაპარი ჩემი, აფხაზი,
უძველეს დროის შთამომავალი.
გენიალური, უკვდავი ტემა!
პოეტებს, მსხვერპლებს ტლანქი ფურიის,
მე შემიძლია მივსცე პოემა,
პოემა ახალ დიოსკურიის.
მასში ცხოვრება ღვივის მედგარი,
უნდა ჩაეშვა ზღვაში მსახავად,
დახარბდებოდა თვითონ ედგარი
იმ იდუმალი გზის სანახავად.
ზღვის ფსკერზე ეხლაც მეზღვაურები
ძველ კედლებისას ჰპოებენ ხვავებს,
ამოაქვთ ოქრო აუარება
და საგანძურით ავსებენ ნავებს.
ქალაქი წყალქვეშ მძინარი მხარის!
როს შეღამდება ნაცრისფრად ასე,
მაგრამ სინათლე ჯერ კიდევ არის
და ალმაცერად იშლება ზღვაზე —
ნაპირებიდან კავკასიონის
მთებამდე მოსავს ბინდები შავი,
მაშინ მძინარე პონტიის დონის
მე მიმაქანებს ფარული ნავი.
ზღვის ფრინველების გამყივარ ხმაში
თითქო სხვა მესმის იდუმალება,
ილიუზია! ჩვენება! მასში
სულ ახლო, ახლო რომ იმალება.
თითქო ეს ხმები ეკუთვნის არა
მხოლოდ და მხოლოდ ფრინველთ გვიანებს,
მათში წყალქვეშა გუგუნებს ზარა
და ხმა ეკუთვნის ადამიანებს.
მივუყურადებ: ისევ და ისევ
განმეორდება ხმა უცნაური,
ის იდუმალი ქალაქი-სფინქსი
მეძახის უცნობ აურზაურით.
ვგრძნობ, თითქო ფსკერზე ვეშვები ცურვით,
ხელით ვეხები წყალქვეშა თხემებს,
წყალში დამარხულს ვიგრძნობ მომდურვით
ნანგრევებს, ლანდებს, იდეებს, სქემებს.
აქ დაფარულა მთელი კრებული
და სიბნელეში ელავს თვალები,
ის ძველთაძველი შთამომავალი,
ის უძველესი ფეოდალები.
[...]
იყო ქალაქი, იყო საგანი —
ოდესმე მძლავრი და ალიერი,
ეხლა ცივია გზა შინაგანი
და იდუმალი სიცარიელე...

ID ტექსტი მარკერი
165 გადმოანგრიე შენი ზვირთები, Negative
166 რომ მხარეებმა მხარეს გაასწროს... Neutral
168 როგორ? გიგანტურ სიმებს და წკირას — Neutral
169 გაუქრობელი შუქი შვენოდა Neutral
170 მისთვის, რომ იგი უგულო ტირანს Neutral
171 და ფილისტერებს ხელთ შერჩენოდა? Neutral
172 მისთვის ავაგე კოშკები — მინა Neutral
173 გამძლე დღეების ფოლადათ, რკინად, Neutral
174 რომ გაიძვერას პოეტის ბინა Neutral
175 გადაექცია საკუთარ ბინად? Neutral
176 არა და არა! მრავალი სტანჯა, Neutral
177 მრავალს დაუფრთხო სიმშვიდის ძილი, — Neutral
178 ლექსი ყოველთვის იყო ხანჯალი, Neutral
179 ლექსი მტრებისთვის იყო სიკვდილი. Neutral
180 მოგხვდათ? იგრძენით? შევატრიალე Neutral
181 თუ არა ნისლში მყოფი ბორბალი? Neutral
182 იყო თუ არა ჭექა-გრიალი, Neutral
183 ჩვენი დღეების ცა ნაჭორფალი? Neutral
184 ო, შავო ზღვაო! ასწიე გემი, Positive
185 შუქი დაენთოს ქაფთა მოკრებას, — Neutral
186 დაე, კვლავ ჰგავდეს მგზავრობა ჩემი Neutral
187 ცხოვრების ჩემის აბობოქრებას. Neutral
188 მაგრამ შორს ლურჯი გამოჩნდა მთები, Neutral
189 ახლა იქ მყუდრო ნავთსადგურია, Neutral
190 წყალში შთასული არის მითები Neutral
191 და ძველისძველი დიოსკურია. Neutral
192 ნავსადგურიდან თავდება ხაზი, Neutral
193 ერთდროს აქ იდგა მრავალთ-მრავალი Neutral
194 სხვა წინაპარი ჩემი, აფხაზი, Neutral
195 უძველეს დროის შთამომავალი. Neutral
196 გენიალური, უკვდავი ტემა! Neutral
197 პოეტებს, მსხვერპლებს ტლანქი ფურიის, Neutral
198 მე შემიძლია მივსცე პოემა, Neutral
199 პოემა ახალ დიოსკურიის. Neutral
200 მასში ცხოვრება ღვივის მედგარი, Neutral
201 უნდა ჩაეშვა ზღვაში მსახავად, Neutral
202 დახარბდებოდა თვითონ ედგარი Neutral
203 იმ იდუმალი გზის სანახავად. Neutral
204 ზღვის ფსკერზე ეხლაც მეზღვაურები Positive
205 ძველ კედლებისას ჰპოებენ ხვავებს, Neutral
206 ამოაქვთ ოქრო აუარება Neutral
207 და საგანძურით ავსებენ ნავებს. Neutral
208 ქალაქი წყალქვეშ მძინარი მხარის! Neutral
209 როს შეღამდება ნაცრისფრად ასე, Neutral
210 მაგრამ სინათლე ჯერ კიდევ არის Neutral
211 და ალმაცერად იშლება ზღვაზე — Neutral
212 ნაპირებიდან კავკასიონის Neutral
213 მთებამდე მოსავს ბინდები შავი, Neutral
214 მაშინ მძინარე პონტიის დონის Neutral
215 მე მიმაქანებს ფარული ნავი. Neutral
216 ზღვის ფრინველების გამყივარ ხმაში Negative
217 თითქო სხვა მესმის იდუმალება, Neutral
218 ილიუზია! ჩვენება! მასში Neutral
219 სულ ახლო, ახლო რომ იმალება. Neutral
220 თითქო ეს ხმები ეკუთვნის არა Neutral
221 მხოლოდ და მხოლოდ ფრინველთ გვიანებს, Neutral
222 მათში წყალქვეშა გუგუნებს ზარა Neutral
223 და ხმა ეკუთვნის ადამიანებს. Neutral
224 მივუყურადებ: ისევ და ისევ Neutral
225 განმეორდება ხმა უცნაური, Neutral
226 ის იდუმალი ქალაქი-სფინქსი Neutral
227 მეძახის უცნობ აურზაურით. Neutral
228 ვგრძნობ, თითქო ფსკერზე ვეშვები ცურვით, Neutral
229 ხელით ვეხები წყალქვეშა თხემებს, Neutral
230 წყალში დამარხულს ვიგრძნობ მომდურვით Neutral
231 ნანგრევებს, ლანდებს, იდეებს, სქემებს. Neutral
232 აქ დაფარულა მთელი კრებული Neutral
233 და სიბნელეში ელავს თვალები, Neutral
234 ის ძველთაძველი შთამომავალი, Neutral
235 ის უძველესი ფეოდალები. Neutral
237 იყო ქალაქი, იყო საგანი — Neutral
238 ოდესმე მძლავრი და ალიერი, Positive
239 ეხლა ცივია გზა შინაგანი Neutral
240 და იდუმალი სიცარიელე...“ Neutral
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 74; ნეიტრალური: 69; პოზიტიური: 3; ნეგატიური: 2;

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

ჟანრი: ლექსი

პერიოდი: ე.წ. აღორძინების ხანა

საუკუნე: XX

წელი: 1927

ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე

ადგილი: სოხუმი,შავი ზღვა