„იქაურ გულსაც დახედა დრომა“

„მიაქვთ შავი ქვა
გემებს შავ ზღვაზე
გრიგალში, ქარში,
ღამეა კრული,
გემიდან გემზე, სირენას ხმაზე,
ევროპის ნისლში მისცურავს გული.
იქ მრავალია
ჩაგრული, მონა,
იქაურ გულსაც
დახედა დრომა.
გულს გული იცნობს და ღონეს ღონე,
რომ ქვეყნის მეფედ გახადოს შრომა.“

ID ტექსტი მარკერი
254 „მიაქვთ შავი ქვა/ გემებს შავ ზღვაზე / გრიგალში, ქარში, / ღამეა კრული, Negative
255 გემიდან გემზე, სირენას ხმაზე,/ ევროპის ნისლში მისცურავს გული. Neutral
256 იქ მრავალია / ჩაგრული, მონა,/ იქაურ გულსაც / დახედა დრომა. Neutral
257 გულს გული იცნობს და ღონეს ღონე, / რომ ქვეყნის მეფედ გახადოს შრომა.“ Neutral
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 4; ნეიტრალური: 3; პოზიტიური: 0; ნეგატიური: 1;

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

ჟანრი: ლექსი

პერიოდი: ე.წ. აღორძინების ხანა

საუკუნე: XX

ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე

ადგილი: შავი ზღვა