"დიონისოს ღიმილი"

ახლაც მახსოვს ის ბედითი ღამე 1916 წლის ნოემბერში, შავ ზღვაზე. სამი ქართველი, ორი გერმანელი მეზღვაური, ორი ჩერქეზი, წყალქვეშა ნავით ანაკლიას მოვადექით. საქართველოში იარაღი უნდა გადმოგვეტანა. 

ყაზახ რუსებმა სროლა აგვიტეხეს საქართველოს საზღვარზე, ზღვა ღელავდა, ნაპირებზე არ გვიშვებდნენ. მე და ერთი ჩერქეზი დავწინაურდით. ხოხვით გავიარეთ რამდენიმე მეტრი. ბომბებით დავგლიჯეთ ეკლიანი მავთულის ხლართი. პოსტებს იარაღი ავყარეთ, ამხანაგები გადმოვიყვანეთ. 

ეს დიდი ლანდი არგვეთის მთავრის ფეხდაფეხ მომდევდა უსწორო ბრძოლაში.

[...]

როგორც იქნა, მოვაღწიე. საქართველო ვერ ვიცანი. საქართველომ მე ვერ მიცნო. გაოცებული შევჰყურებ შავ ზღვაში ქართული ფლოტის აღლუმს. [...]

რუკაზე საქართველო ცალტოტმოხეულ ჩაბალახს აღარ ჰგავს, არამედ ხახადაღებულ ვეშაპს, რომელმაც შავი ზღვა უნდა შესვას. 

ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია

ადგილი: შავი ზღვა