"მანდარინის სუნი ასდის აფხაზეთს"

"– თუ ზაფხულში მოხვალ, სოხუმში წაგვიყვანს მამა და
ზღვასაც გვანახებს.
ზღვას?
– ხო, ზღვას, დიდია, ლურჯი და ლამაზი. შენ გინახავს
ზღვა?
– არა, დედამ მითხრა, რომ ზღვა წაგვართვეს, – ვუპასუხე.
ერიკმა ჩვეული გულწრფელი და ხმამაღალი სიცილი
ატეხა. ამ დროს თავს მაღლა სწევდა და გულიანად კისკისებდა. თითქოს ღმერთს უცინოდა.
ზღვა დიდია, ანა... ძალიან დიდია... ადამიანებზე დიდია... მაგას ვერავინ წაგართმევს." 

ID ტექსტი მარკერი
353 "– თუ ზაფხულში მოხვალ, სოხუმში წაგვიყვანს მამა და ზღვასაც გვანახებს. Neutral
354 – ზღვას? Neutral
355 – ხო, ზღვას, დიდია, ლურჯი და ლამაზი. შენ გინახავს ზღვა? Positive
356 – არა, დედამ მითხრა, რომ ზღვა წაგვართვეს, – ვუპასუხე... Neutral
357 ...– ზღვა დიდია, ანა... ძალიან დიდია... ადამიანებზე დიდია... მაგას ვერავინ წაგართმევს." Neutral
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 5; ნეიტრალური: 4; პოზიტიური: 1; ნეგატიური: 0;

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: ახალგაზრდა გოგონა (ფიქციური)

ჟანრი: მოთხრობა

პერიოდი: ოცდამეერთე (21-ე) საუკუნე

საუკუნე: XXI

წელი: 2021

ავტორი: ანუკი ლაბაძე

ადგილი: შავი ზღვა

ტექსტი მოგვითხრობს ქართველი გოგონას შესახებ. მისი ოჯახი აფხაზეთიდანაა და როდესაც ბებია გარდაეცვალა, თავადაც ესტუმრა აფხაზეთს. ამ სტუმრობისას ის აფხაზ თანატოლ ბიჭს, სახელად ერიკს, დაუმეგობრდა. ამონარიდში მოცემულია მათი დიალოგი.

ზღვა ტექსტში დახასიათებულია ეპითეტებით: დიდი, ლურჯი, ლამაზი. მისი საშუალებით ნაჩვენებია, ერთი მხრივ, ქართველი ლტოლვილის, ხოლო მეორე მხრივ, აფხაზეთში მცხოვრები აფხაზის პერსპექტივა. ქართველმა გოგონამ ოჯახის წევრებისგან იცის, რომ ზღვა წაართვეს, ხოლო აფხაზი ბიჭისთვის ასეთი აღქმა სახალისოა.