"უკანასკნელი აბენსერაჟი"

აფხაზი აჩბა ათონის ჩაის საბჭოთა მეურნეობასთან მიიყვანა. აქედან გზა ყოფილ მონასტერში მიდიოდა. [...] შორს სადღაც ზღვა ცაში გადადიოდა, კარგა ხანს ჭვრეტდა ზღვის სიმშვენიერეს, მერე მზის სხივებმა თვალი მოსჭრეს და გზა განაგრძო.

აჩბამ ოცდათერთმეტი წელი თავისი ცხოვრებისა აფხაზეთის მთებში გაატარა. [...]

ყოფილი მონასტრის ეზოში დამსვენებლები ირეოდნენ. აფხაზი მალულად ჭვრეტდა მკერდსავსე გოგონებს. გალავანთან მიდგმულ სკამზე მარტო მჯდომი ქალი შენიშნა და გვერდზე მიუჯდა. როგორც იყო, თავისი დამტვრეული რუსულით გაიცნო, თავისი სითამამის თვითონ გაუკვირდა. გადაწყვიტეს, ღამის ათ საათზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. ქალი წავიდა. აფხაზი აჩბა კი იჯდა და ზღვას უყურებდა.

მის ქვევით უზარმაზარი ყურე იყო. აქ წყალს ბაცი ფერი ჰქონდა. აქედან ზღვა ნელა იშლებოდა და გამუქებული იკარგებოდა ცაში. ჰორიზონტზე ჩამავალი მზის სხივები გაწოლილიყვნენ. თავად მზე დაღლილობისგან ძლივსღა იმაგრებდა თავს. იჯდა აჩბა გარინდებული და თავისი თვალით უყურებდა მზის თავის დახრჩობას. ნაპირზე უკვე მუქი ფერები ჩამოწვა. მარამდწვანე ხეები იძინებდნენ, მხოლოდ მათ კენწეროებსღა ხედავდა მზე. ყურიდან ალვის ხეებისა და ევკალიპტების ხეივანი მოდიოდა მთისკენ. აქ იგი გვირაბებს შუა მოქცეულ ტბას ერთვოდა. შემდეგ უეცბ იწყებოდა მთა, რომელიც სულ მაღლა და მაღლა გრძელდება, ვიდრე სვანეთის კავკასიონამდე. მოპირდაპირე  ბექობზე წიწვნარში გემოვნებით ნაშენი სახლი იდგა. აფხაზმა შურის თვალით შეხედა, მერე მზერა ისევ ხეობაში გადმოიტანა. რაღაცა არ ესიამოვნა, თითქოს ახლა დაინახა ორსართულიანი, თეთრად შეთხოპნილი რუსული სახლები. ხასიათი თავისდაუნებურად წაუხდა. ბუნება დაკარგა თავისი სიმშვენიერის ნაწილი. "ნეტა ეს სახლები საიდან არის ან ვინ ააშენა" _ გაიფიქრა გუნებაში. მზერა ისევ ზღვაზე გადაიტანა. ხასიათი უფუჭდებოდა, მაგრამ მიზეზს თვითონ კარგად ვერ მიხვდა. რაღაცა უცხო დაინახა ზღვაშიც, მერე ისევ ის სახლები გაახსენდა. დაისი დასრულდა. ბინდმა სულ უფო იმატა. [...]

დუქანი ცარიელი იყო. [...] გვერდზე მაგიდასთან მთვლემარე მომტანს გამოესაუბრა; ისიც აფხაზი ჩანდა.

_საიდან ხარ, მამობილო? [...]

_ მე, ოჩამჩირელი, ოჩამჩირეს ზევით ათი-თორმეტი კილომეტრია ღულამდე. 

[...] ისევ შეეცვალა გუნება. ხეობაში გადაიხედა. თეთრი სახლები ნათელ ღამეში კარგადა ჩანდნენ. მან თავი გააქნია, თითქოს სახლების გამოსახულებებს ერეკებაო. ახლა იგი თავის აფხაზეთზე ფიქრობდა. მის პრიმიტიულ გონებაშ ათასი ფიქრი იყო. 

მოუნდა მთიდან მთაზე ხიდების გადება და სადღაც, ზღვაში, კოშკის ამართვა. დათვრა, ფიქრებს თავს ვეღარ ართმევდა, მხოლოდ გრძნობდა, რომ გადებული ხიდიდან თეთრი სახლები უშნოდ გამოჩნდებოდნენ. [...]

გარეთ გამოვიდა. მისი ქალი ხის ქვეშ იდგა და ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვიღაც კაცს. ამ უკანასკნელმა ხმას აუწია და რუსულად შეაგინა, მერე საცემრად მიიწია. აჩბა ადგილს მოსწყდა, დარტყმით გააგორა ქერათმიანი რუსი, მაგრამ უკნიდან ყურისძირში სილა მოხდა და დაბანცალდა, სწრაფად მობრუნდა, ახლა გვერდიდან გაარტყეს. 

[...]

_ ნავერნო, უმერ, _ გაიმეორა იმავე ხმამ. ბექობი წამში დაიცალა.აფხაზი აჩბა კი ეგდო და ბუნდოვნად გრძნობდა, რომ რცხვენოდა, მერე ნერვიულად გააქნია ხელები, წამოდგა. ბანცალით დაეშვა ხეობისაკენ, იქ ნათესავი ჰყავდა. ახლაღა მოაგონდა, რომ მისი ბიძაშვილიც იმ თეთრ სახლებში ცხოვრობდა, სახლების გახსენებამ სულ წაუხდინა ხასიათი. იგი შემობრუნდა და ზღვისკენ წავიდა. კენჭებზე წამოწოლილი ცოტა დამშვიდდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩაეძინა.

წელი: 2014 (@ია რჩეულიშვილი)

ავტორი: გურამ რჩეულიშვილი

ადგილი: აფხაზეთი,ოჩამჩირე,ზღვა

დასაწყისი, სიუჟეტის განვითარების სივრცე, რუსების სახლების გამო გაუცხოებული. დასასრული, თავდასაღწევი და თავშესაფარი