"შინ და გარეთ, შინ"

"...შემეძლო, საათობით ვმჯდარიყავი და ზღვის ტალღებისთვის მეცქირა..."

"...ვისხედით საღამოს ჩვენს მისაღებ ოთახში, რომელიც ჩვენს ერთადერთ ნავსაყუდლად იქცა, გავყურებდით ზღვის თავზე მოქუფრულ შავ ღრუბლებს და ვტკბებოდით სიჩუმის ბოლო წუთებით. მალე ისევ ატყდებოდა სროლა. სიჩუმეს სროლიდან სროლამდე შვება, ფუჭი ნეტარება და ცრუ იმედი მოჰქონდა..." 


"...ხიბლა ბებია უწინდებურად გვიყვებოდა ქართულ-აფხაზური მეგობრობის ისტორიებს, ემირი კი თავის თუთუნს აბოლებდა და შავ ზღვას გაჰყურებდა. თითქოს არაფერი შეცვლილიყო. თითქოს ტყვიებს შორეულ კონტინენტზე ისროდნენ. ასე ვცდილობდით ჩვენი ცხოვრების შენარჩუნებას..."


"...სანამ გააზრებას მოვასწრებდით, მამაჩემმა ეკე-ბიჭს ხელი დაავლო და უკანა გასასვლელიდან გავიდა, მანქანაში ჩააწვინა მძინარე ბავშვი. ხიბლა ბებიას ვერ დავტოვებდით. მე და ემირი დავრჩით, ეკე-ბიჭო. ჩემი და გავაფრთხილე, ერთი-ორი დღით მიეხედა ჩემი პატარა ბიჭისთვის, ცოტა თაფლი და ფაფა ეჭმია. დაჰპირებოდა, დედა მალე შინ იქნება, ზღვაზე წავიდა ნიჟარების შესაგროვებლად, წავიდა და სადაცაა დაბრუნდებაო..."

"...ალბათ დეიდაშენი ფაფას თუ გიხარშავდა. ალბათ, მელოდი, როდის დავბრუნდებოდი ზღვის სანაპიროდან ხელში ფერადი ნიჟარებით. ოჰ, როგორ გამიგრძელდა სანაპიროზე ხეტიალი..."

"...ეკე-ბიჭო, წლებია გეძებ. სახელი შეგიცვალეს, ალბათ. ახლა ამ წერილს ბოთლში ვჩურთავ და ზღვას ვანდობ, ვატან. იქნებ იმედი მაქვს, რომ, როგორც მეთევზე ოქროს თევზს, ერთ დღეს შენც იპოვი დედის გზავნილს?"

ID ტექსტი მარკერი
358 "...შემეძლო, საათობით ვმჯდარიყავი და ზღვის ტალღებისთვის მეცქირა..." Positive
359 "...გავყურებდით ზღვის თავზე მოქუფრულ შავ ღრუბლებს და ვტკბებოდით სიჩუმის ბოლო წუთებით..." Negative
360 "...ემირი კი თავის თუთუნს აბოლებდა და შავ ზღვას გაჰყურებდა..." Neutral
361 "...ჩემი და გავაფრთხილე, ერთი-ორი დღით მიეხედა ჩემი პატარა ბიჭისთვის, ცოტა თაფლი და ფაფა ეჭმია. დაჰპირებოდა, დედა მალე შინ იქნება, ზღვაზე წავიდა ნიჟარების შესაგროვებლად, წავიდა და სადაცაა დაბრუნდებაო..." Neutral
362 "...ალბათ, მელოდი, როდის დავბრუნდებოდი ზღვის სანაპიროდან ხელში ფერადი ნიჟარებით. ოჰ, როგორ გამიგრძელდა სანაპიროზე ხეტიალი..." Neutral
363 "...ახლა ამ წერილს ბოთლში ვჩურთავ და ზღვას ვანდობ, ვატან. იქნებ იმედი მაქვს, რომ, როგორც მეთევზე ოქროს თევზს, ერთ დღეს შენც იპოვი დედის გზავნილს?" Positive
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 6; ნეიტრალური: 3; პოზიტიური: 2; ნეგატიური: 1;

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი (ფიქციური)

ჟანრი: მოთხრობა

პერიოდი: ოცდამეერთე (21-ე) საუკუნე

საუკუნე: XII

წელი: 2021

ავტორი: ნანი მანველიშვილი

ადგილი: შავი ზღვა

ტექსტი შედგენილია სოხუმში გათხოვილი თბილისელი ქალის ცხოვრების მოკლე ეპიზოდებით. ამონარიდები ომისა და მისი შემდგომი პერიოდის ამბების გახსენებას ეთმობა. მთავარ პერსონაჟს ძალიან უყვარს სოხუმის სანაპირო და შავი ზღვა, რომლის ცქერაც უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის.

ზღვის თავზე მოგროვებული შავი ღრუბლები უბედურების მომასწავებელია, შესაბამისად, ზღვის სახელდებით ავტორი მკითხველს ცუდი ამბისთვის ამზადებს. ზღვა წარსული და უკვე არარსებული მშვიდობის სიმბოლოა. მთავარი პერსონაჟის ქმარი შავ ზღვას გაჰყურებს და თითქოს ის აბრუნებს მშვენიერ და უდარდელ წარსულში.

გარდა ამისა, ზღვა არის დადებითი კონოტაციის მატარებელი, რადგან სანაპიროზე წასული დედა ბავშვისთვის აღიქმება, როგორც საიმედო, უსაფრთხო ადგილას მყოფი. შესაბამისად, შესაძლოა, ამ შემთხვევაში, ზღვა უკავშირდებოდეს კარგის მოლოდინს. ამავდროულად, ის მთხრობლის უკანასკნელი იმედია, რომელსაც ბოლომდე ანდობს თავს და სჯერა, რომ დაკარგული საუნჯის პოვნაში დაეხმარება.