"38, 44"

სოჭში დადიოდნენ (თბილისელი ცოლი და მისი ქმარი _ ე.წ. კანონიერი ქუდი _ ც.კ.) ზამთარში საახალწლოდ და გაზაფხულზე _ როცა ტიტა იწყებდა ყვავილობას. (გვ. 45) ამიტომაც ბათუმში წავედით. მგონი, უფრო იმიტომ ავტყდით, რომ ასლანბექმა თქვა, ზღვა არასოდეს მინახავსო. [...] მახინჯაურში დილით ადრე ჩავედით. [...] გზად , ნელ-ნელა თენდებოდა და ყველა ზღვის ზოლს უყურებდა (გვ.116). სახლიდან იმ დროს გამოვდიოდით, ზღვისპირა ქალაქი ცხოვრებას რომ იწყება (გვ.117). ეს მომსკდარი, ინტენსიური სურნელი ოპტიმიზმს ამძაფრებდა და მეც მჯეროდა, რომ ზღვაზე სწორედ რომ დილით ადრე უნდა ისეირნო, ნახო, როგორ ადუღებენ ამ სასწაულ ყავას, სვამენ და შესაძლოა მკითხავის სტატუსი სულაც არა აქვთ, მაგრამ იმ ქალებს მაინც ნალექსის ძირისკენ გაურბით თვალი, თან ერთმანეთში საუბრობენ, გამვლელებს თვალს აყოლებენ, მაგრამ მაინც ჭვრეტენ მომავალს: მცირედ წინსვლას, ქორწილს სადღაც ოთხ პერიოდში, გზას. შორს არა, იქვე, ხოფაში (გვ. 118). რაღაც გვიხაროდა. ერთად ყოფნა ალბათ. ისიც _ მარტი ვიყავით თან ნაცნობ, თან უცხო ქალაქში. [...] გავიქეცით სასტუმრო "ინტურისტისკენ" (გვ. 119). 

ბიჭვინთაში შემთხვევით რესტორანში ვხვდებით და შენ ჩემ დასანახად გვერდიდან არ შორდები ახალგაზრდა მსახიობს, რომელიც ცნობილია იმ დროისთვის, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ გადაღებულ კინოსურათში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა (გვ. 125)

 

კატეგორია: ლიტერატურა

წელი: 2019

ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე

ადგილი: ბათუმი,სოხუმი,შავი ზღვა,ბიჭვინთა

ტექსტში დასახელებული ბიჭვინთა ერთ-ერთი მთხრობლის წარმოსახვითი სივრცეა და არა _ პერსონაჟთა მოქმედების არეალი.