„ნელი ტანგო“

„სოხუმის საცურაოზე ცალთვალა სომეხი ემიგრანტი გიტარას აკვნესებდა. ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო. სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენ რუსები. გიტარა კი უკრავდა [...] ივანემ შორს დროშა დაინახა. ცოტა გული მოეცა. თავისუფალ ხელში თითქმის სულ გამოელია ძალა. მომატებული ტალღები თავზე უვლიდა მათ. ტანს ჰორიზონტალურად ვეღარ აჩერებდა, ახლა წყლის სიღრმიდან აძლევდა ბიძგებს სხეულსა და ზედ  დაკიდებულ თითქმის უგონო ცოლ-შვილს. ორივენი ბევრ წყალსა ყლაპავდნენ, რაც უფრო ამძიმებდა მის ტვირთს. სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ სულ ახლოს მოჰკრა წითელ დროშას თვალი და გამხნევდა — ნაპირამდე ორმოცდაათამდე მეტრიღა რჩებოდა. [...] ზღვაში დროშას გამოცილებულ ივანეს თვალთ დაუბნელდა.“

ID ტექსტი მარკერი
1 „სოხუმის საცურაოზე ცალთვალა სომეხი ემიგრანტი გიტარას აკვნესებდა. Positive
2 ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო. Positive
3 სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენ რუსები. Negative
4 გიტარა კი უკრავდა [...] Positive
5 ივანემ შორს დროშა დაინახა. Neutral
6 ცოტა გული მოეცა. Positive
7 თავისუფალ ხელში თითქმის სულ გამოელია ძალა. Negative
8 მომატებული ტალღები თავზე უვლიდა მათ. Negative
9 ტანს ჰორიზონტალურად ვეღარ აჩერებდა, ახლა წყლის სიღრმიდან აძლევდა ბიძგებს სხეულსა და ზედ დაკიდებულ თითქმის უგონო ცოლ-შვილს. Negative
10 ორივენი ბევრ წყალსა ყლაპავდნენ, რაც უფრო ამძიმებდა მის ტვირთს. Negative
11 სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ სულ ახლოს მოჰკრა წითელ დროშას თვალი და გამხნევდა — ნაპირამდე ორმოცდაათამდე მეტრიღა რჩებოდა. [...] Positive
12 ზღვაში დროშას გამოცილებულ ივანეს თვალთ დაუბნელდა.“ Negative
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 12; ნეიტრალური: 1; პოზიტიური: 5; ნეგატიური: 6;