"დედაჩემი - გოგონა სოხუმური დღიურიდან"

"...პირველად, როცა დედამ თქვა, ამ სანაპიროზე ყოფნა არ მინდაო, ვერ გავიგე, რატომ დაიწუნა თითქოსდა მონატრებული ზღვა და ზურგი აქცია. ერთი კვირა ვიყავით დასასვენებლად ზღვაზე და დედა სანაპიროზე იმ ერთადერთი შემთხვევის გარდა, აღარ გამოსულა..."


ზღვა... იქ სხვაა. სხვა სუნი და ხმა აქვს“...


"...მივხვდით, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა და მთელი დღე ვტიროდით. საღამოს წითელ ხიდზე გადასვლა უკვე აღარ შეიძლებოდა. მერე, როგორც იქნა, ნავებით გაგვიყვანეს ზღვის ნაპირზე და იქიდან წამოვედით მე და დეიდა სახლში..."


"...ზღვა ძალიან მიყვარს. მიყვარს ზღვის სუნი და ხმა. მაგრამ ისე მივეჩვიე სროლებს, ასე მგონია, ზღვას რომ დავინახავ, ვიღაცამ აუცილებლად უნდა ისროლოს და ტყვიების სუნი დადგეს. ალბათ თანდათან გამივლის ეს უსიამოვნო შეგრძნება..."


"...არ ვიცი, სად წაიღო დედამ დაკერებული ჩექმა, თუმცა, ვიცი, რატომ აღარ უყვარს ზღვის სანაპირო და ვის მოძებნის პირველ რიგში, როცა სოხუმში ჩავა..."

ID ტექსტი მარკერი
341 "...პირველად, როცა დედამ თქვა, ამ სანაპიროზე ყოფნა არ მინდაო, ვერ გავიგე, რატომ დაიწუნა თითქოსდა მონატრებული ზღვა და ზურგი აქცია. ერთი კვირა ვიყავით დასასვენებლად ზღვაზე და დედა სანაპიროზე იმ ერთადერთი შემთხვევის გარდა, აღარ გამოსულა..." Negative
342 "...ზღვა... იქ სხვაა. სხვა სუნი და ხმა აქვს“... Positive
343 "...მერე, როგორც იქნა, ნავებით გაგვიყვანეს ზღვის ნაპირზე და იქიდან წამოვედით მე და დეიდა სახლში..." Neutral
344 "...ზღვა ძალიან მიყვარს. მიყვარს ზღვის სუნი და ხმა. მაგრამ ისე მივეჩვიე სროლებს, ასე მგონია, ზღვას რომ დავინახავ, ვიღაცამ აუცილებლად უნდა ისროლოს და ტყვიების სუნი დადგეს. ალბათ თანდათან გამივლის ეს უსიამოვნო შეგრძნება..." Positive
345 "...არ ვიცი, სად წაიღო დედამ დაკერებული ჩექმა, თუმცა, ვიცი, რატომ აღარ უყვარს ზღვის სანაპირო და ვის მოძებნის პირველ რიგში, როცა სოხუმში ჩავა... Negative
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 5; ნეიტრალური: 1; პოზიტიური: 2; ნეგატიური: 2;

კატეგორია: ისტორია

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: ახალგაზრდა გოგონა (ფიქციური)

ჟანრი: მოთხრობა

პერიოდი: ოცდამეერთე (21-ე) საუკუნე

საუკუნე: XXI

წელი: 2021

ავტორი: ოლანი ბიწაძე

ადგილი: შავი ზღვა

ახაგაზრდა მთხრობელი მკითხველს უყვება სოხუმელი დედის ისტორიებს და აცნობს ჩანაწერებს მისი დღიურიდან. ამონარიდებამდე ექსკურსულ შესავალს სთავაზობს მკითხველს დედამისის შესახებ.

ზღვა ტექსტში დახასიათებულია ეპითეტით მონატრებული. ის, ერთი მხრივ, მთხრობლის დედისთვის მონატრების ობიექტია, თუმცა მეორე მხრივ, ქალი ზურგს აქცევს მას. სავარაუდოა, რომ პერსონაჟს უმძიმს ზღვის ცქერა, რადგან მან "საკუთარი" ზღვა უკვე დაკარგა ომის გამო.

მონატანილი ამონარიდით დასტურდება ვარაუდი, რომ პერსონაჟი გაუცხოებულია შავ ზღვასთან და მხოლოდ ზღვის ის სანაპიროა მისთვის სანუკვარი, რომელიც დაკარგა. სოხუმელ გოგონას ზღვის დანახვა აშინებს, რადგან ის ომისაგან გამოწვეულ ტრავმებთან ასოცირდება. მას ზღვა ძალიან უყვარს, თუმცა სიყვარული შიშმა და უსიამოვნო შეგრძნებებმა გადაფარა.