"ღამის ნაპირი"

"ადგურ ა. დღიურს 92-ის აგვისტოს დამლევიდან დაღუპვის დღემდე (93-ის ზაფხულში, სოხუმის მისადგომთან) წერდა." (გვ.3)

ამ დროს პარალელურად, შორს, სოხუმის შემოგარენთან, სადღაც კელასურთან, იბუთქა-იქუხა, იქნებ ასე _ "ბუთქუხილი" ატეხა (ჰო, ჭეშმარიტად ასე აჯობებს, ეს სიტყვა უკეთ გამოხატავს მოვლენის მასშტაბურობას) ქართულმა ჰაუბიცამ, მაგრამ თავის სქელკანიანი და არაპატივმოყვარული თვისების გამო სამყაროსეულ სივრცეს კი არ მიაბუთქუხილა, არამედ _ ჩვენს პოზიციებს. (გვ. 12)

ასე რომ, მანაც (იგულისხმება სამეგრელოდან აფხაზეთში საცხოვრებლად გადასული პაული, რომლისგანაც რომანის მთავარი გმირი ბესლანი ოთახს ქირაობდა _ ც.კ.) მალე სახლი _ ვეებერთელა, თეთრი ქვებით ნაგები, აჩადარაში, სოხუმის სიახლოვეს აიშენა. (გვ. 17)

ისინი იმედოვნებდნენ, რომ ბესლანი მათთან დარჩებოდა, მაგრამ როდესახ გაიგეს, საცხოვრებლად სხვაგან გადადიოდა, გულწრფელად განაწყენდნენ _ ბესლანს ხომ მათი მოროდიორებისგან დაცვა შეეძლო. და მაშინვე შესთავაზეს, რომ მეზობლის სახლი დაეკავებინა, რადგანაც ის მეზობელი "ძაღლის გაგდებულია!" _ ომობდა და აწი, როგორც საკუთარ ყურებს, ისე ვერ ნახავს აფხაზეთსო." (18)

უკაცრიელობა, ნანგრევები, ძარცვა _ სოხუმი მოროდიორებმა დატბორეს, მაგრამ უკვე საკუთარმა მოროდიორებმა. ისინი ქალაქში მოწინავე რაზმებს შემოჰყვნენ და მაშინათვე დაიწყეს ძარცვა-ყაჩაღობა, თითქოს მტრის ქალაქში შესულიყვნენ. (გვ. 20)

ბესლანი კი სოხუმს არ ტოვებდა, სულ ბინაში იჯდა [...] დაჩიავებულ უნივერსიტეტში, მის ნესტიან, ნახევრადბნელ ლაბორატორიაში შარვლის გაცვეთა, რომლის ხელსაწყოებიც საპენსიო ასაკისანი იყვნენ, არ უნდოდა (გვ. 28-29) ბესლანი უქმე დღეებში საქალაქო ბიბლიოთეკაში დადიოდა. (გვ. 32) სანამ სანაპიროზე, კაფე "აკოფთან" მივიდოდა, რომელიც მის იმდღევანდელ, ცხოვრებისეული სწრაფვის ბუნდოვან ეტაპს ასრულებდა, კარგა ხანს, უმიზნოდ დაბორიალობდა ქალაქში." (გვ. 35)

 

 

 

კატეგორია: ლიტერატურა

საუკუნე: მე-20

წელი: 2010

ავტორი: დაურ ნაჭყებია

ადგილი: სოხუმი,კელასური (სოხუმის შემოგარენი),აჩადარა (სოხუმის სიახლოვე),აფხაზეთი,სოხუმი,ქალაქი (სოხუმი),სოხუმის "დაჩიავებული უნივერსიტეტი",სოხუმის საქალაქო ბიბლიოთეკა,კაფე "აკოფი" სოხუმის სანაპიროზე