"მზე"

"– ბიჭის რა ვიცი, მაგრამ... სულ მენატრება ეს სუნი, მაშინაც კი, როცა ხარბად ვისუნთქავ, მშიერივით ვყლაპავ, რომ გავძღე. ეს ზღვის სუნია, თავისუფლების და სიმშვიდის..." 

"...ომის შემდეგ მე ყველაზე მეტად სახლი მენატრებოდა, ლეილას – ზღვა. ხშირად მესიზმრებოდა, რომ ზღვას არ ვუყვარდი, ის არ მიღებდა – ან მკვდარი თევზივით გამომრიყავდა ნაპირზე და ქვად მაქცევდა, ან ფსკერისკენ მიმათრევდა და ბოლოს სიბნელეში და უჰაერობაში გზადაკარგულს, იმის რწმენა მაღვიძებდა, რომ თმაში ისევ წამავლებდნენ ხელს და გადამარჩენდნენ. ლეილა კი სიცოცხლის ბოლო წუთებშიც ზღვაზე ლაპარაკობდა. ბოლო წამს მომეჩვენა, რომ უცნაურად აზვირთდა მისი ხმა, ტალღასავით დამეტაკა და უეცრად გაუჩინარდა..."

"– ეს ზღაპარი პირველად რომ მოვისმინე, გავიფიქრე: მეც ამ ხარივით შევალ ზღვაში და იქ დავრჩები-მეთქი. ლეის ზღვა ძალიან უყვარდა და ენატრებოდა..." 

"ღრუბლები ნელ-ნელა იფანტება. შენ მკაფიოდ ხედავ ქალაქს, ზღვას, სანაპიროს. მსუბუქად ეშვები მაღლიდან. ირგვლივ ყველგან სინათლეა, ზღვა წმინდაა, მზის სხივებს ირეკლავს. შენ გინდა მისი ნაწილი გახდე. მსუბუქი ნაბიჯით ეშვები ზღვაში, ის თბილია, სამყაროს დიდი სინათლის და სიწმინდის ნაწილია. შენ გრძნობ, როგორ ნაზად გეთამაშებიან ტალღები და ზღვის აღარ გეშინია. ლეიც შენთანაა, ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ. როგორც გრძნობ მეთევზეებისა და ზღვის ნაცნობ სურნელს, სიოს სახეზე რომ გელამუნება.
მშვიდი მოძრაობით ტოვებ ზღვას. მიუყვები ნაცნობ ქუჩას, ვიწრო ბილიკს. გზაში ყველა გესალმება. ისინი გელოდებიან, გეგებებიან, გიღიმიან და შენსავით მძაფრად შეისუნთქავენ მიმოზების სურნელს, რომლებიც არსად ისეთი მძაფრი არ არის, როგორც აქ, აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქებში. გიორგიც აქ არის, ისევ გოლიათივით დიდი და ტლანქი ხელები და მზისგან დამწვარი სახე აქვს. მისი „ნესტიანი“ კანის სუნი მიმოზების სურნელს შეერია და ჰაერი საამო, ჟრუანტელის მომგვრელი არომატით იჟღინთება. შენც ლეისავით ხარბად ისუნთქავ მას. ეს ზღვის სუნია, თავისუფლების და სიმშვიდის..."

ID ტექსტი მარკერი
366 "–...სულ მენატრება ეს სუნი, მაშინაც კი, როცა ხარბად ვისუნთქავ, მშიერივით ვყლაპავ, რომ გავძღე. ეს ზღვის სუნია, თავისუფლების და სიმშვიდის..." Positive
367 "...ომის შემდეგ მე ყველაზე მეტად სახლი მენატრებოდა, ლეილას – ზღვა... Positive
368 "...ხშირად მესიზმრებოდა, რომ ზღვას არ ვუყვარდი, ის არ მიღებდა – ან მკვდარი თევზივით გამომრიყავდა ნაპირზე და ქვად მაქცევდა, ან ფსკერისკენ მიმათრევდა..." Negative
369 "...ლეილა კი სიცოცხლის ბოლო წუთებშიც ზღვაზე ლაპარაკობდა..." Positive
370 "–...ეს ზღაპარი პირველად რომ მოვისმინე, გავიფიქრე: მეც ამ ხარივით შევალ ზღვაში და იქ დავრჩები-მეთქი..." Neutral
371 "...ლეის ზღვა ძალიან უყვარდა და ენატრებოდა..." Positive
372 "...შენ მკაფიოდ ხედავ ქალაქს, ზღვას, სანაპიროს... ირგვლივ ყველგან სინათლეა, ზღვა წმინდაა, მზის სხივებს ირეკლავს. შენ გინდა მისი ნაწილი გახდე..." Positive
373 "...მსუბუქი ნაბიჯით ეშვები ზღვაში, ის თბილია, სამყაროს დიდი სინათლის და სიწმინდის ნაწილია... შენ გრძნობ, როგორ ნაზად გეთამაშებიან ტალღები და ზღვის აღარ გეშინია..." Positive
374 "...გრძნობ მეთევზეებისა და ზღვის ნაცნობ სურნელს, სიოს სახეზე რომ გელამუნება." Positive
375 "...მშვიდი მოძრაობით ტოვებ ზღვას..." Neutral
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 10; ნეიტრალური: 2; პოზიტიური: 7; ნეგატიური: 1;

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი (ფიქციური)

ჟანრი: მოთხრობა

პერიოდი: ოცდამეერთე (21-ე) საუკუნე

საუკუნე: XXI

წელი: 2021

ავტორი: ნათია შაორშაძე

ადგილი: შავი ზღვა

ტექსტი მოგვითხრობს აფხაზი ტყუპი დების ისტორიას. ლეილას, მთხრობლის დას, მოსწონს მეთევზე, რომელსაც ნესტის სუნი აქვს. ნესტი ლეილასთვის უკავშირდება ზღვის სურნელს.

ზღვის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ მთხრობელსა და ლეილას. ანას ეშინია ზღვის და აფრთხობს მასში დახრჩობის შიში, რადგან ბავშვობაში ძლივს გადაურჩა ზღვაში დაღუპვას. ზღვა მას მტრად ესახება. რაც შეეხება ლეილას, მას ძალიან უყვარს ზღვა და გამუდმებით მასზე ლაპარაკობს.

მთხრობელი რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ მის დას ძალიან უყვარდა ზღვა. ამას მოწმობს ლეილას მიერ წარმოთქმული ციტატაც, რომლის მიხედვითაც, ის მზადაა ზღვაში დაიდოს ბინა.

ტექსტის ბოლოს ზღვა ანასთვის, ლეილას მსგავსად, თავისუფლებისა და სიმშვიდის სიმბოლო ხდება. მთხრობელი ჩამოიცილებს ყველა შიშსა და შფოთვას და ზღვას ურიგდება, მისი აღარ ეშინია.