"ნათელა"

"...იქ, სადაც ხოპის ნაპირზე 
დღეს ძველი მონასტერია, 
მთავრის სასახლე ყოფილა, 
მიდამოც დიდი სჭერია. 
იმისი კოშკი მაღალი 
უჭვრეტდა ოთხსავ მხარესა; 
მახლობლად თავზე ივლებდა 
დღისით მზეს, ღამით მთვარესა. 
მისჩერებოდა იალბუზს, 
გადაჰყურებდა შავ ზღვასა, 
შეფერადებულ ჭალებსა, 
სანახავს სხვასა და სხვასა! 
არცერთი კუთხით მომსვლელი 
მტერი არ გაუცდებოდა: 
მისი პატრონის მხარ-მკლავი 
შორით შორამდე სწვდებოდა! 
ის იყო ცოტნეს სადგური, 
იქ მიიყვანა ნათელა! 
და მიიწვია ქორწილში 
მან ქვეშევრდომი სუყველა. 
შემოკრბენ აფხაზ-მეგრელნი, 
სვანებთან ერთად ჭანები; 
ქართლ-კახეთ-სამესხეთოდან 
მეგობარ თვისიანები."

ID ტექსტი მარკერი
291 "...იქ, სადაც ხოპის ნაპირზე Neutral
292 დღეს ძველი მონასტერია, Neutral
293 მთავრის სასახლე ყოფილა, Neutral
294 მიდამოც დიდი სჭერია. Neutral
295 იმისი კოშკი მაღალი Neutral
296 უჭვრეტდა ოთხსავ მხარესა; Neutral
297 მახლობლად თავზე ივლებდა Neutral
298 დღისით მზეს, ღამით მთვარესა. Neutral
299 მისჩერებოდა იალბუზს, Neutral
300 გადაჰყურებდა შავ ზღვასა, Neutral
301 შეფერადებულ ჭალებსა, Neutral
302 სანახავს სხვასა და სხვასა! Neutral
303 არცერთი კუთხით მომსვლელი Neutral
304 მტერი არ გაუცდებოდა: Neutral
305 მისი პატრონის მხარ-მკლავი Neutral
306 შორით შორამდე სწვდებოდა! Neutral
307 ის იყო ცოტნეს სადგური, Neutral
308 იქ მიიყვანა ნათელა! Neutral
309 და მიიწვია ქორწილში Neutral
310 მან ქვეშევრდომი სუყველა. Neutral
311 შემოკრბენ აფხაზ-მეგრელნი, Neutral
312 სვანებთან ერთად ჭანები; Neutral
313 ქართლ-კახეთ-სამესხეთოდან Neutral
314 მეგობარ თვისიანები." Neutral
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 24; ნეიტრალური: 24; პოზიტიური: 0; ნეგატიური: 0;

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: პოეტი (რეალური)

ჟანრი: პოემა

პერიოდი: მე-19 საუკუნე

საუკუნე: XIX

წელი: 1897

ავტორი: აკაკი წერეთელი

ადგილი: სამეგრელო,შავი ზღვა

ხობის წყლის პირას, ძველი მონასტრის ადგილას ადრე ყოფილა მთავრის დიდი სასახლე, რომლის კოშკიც ოთხივე მხარეს გადმოჰყურებდა: უყურებდა თან იალბუზს, თან შავ ზღვასა და ფერად ჭალებს. შესაბამისად, კოშკი მოსახერხებელი ადგილი იყო მტრის სათვალთვალოდ. სწორედ ამ ადგილას მიიყვანეს ნათელა.

ტექსტში შავი ზღვა უბრალოდ სახელდებულია იმის საულუსტრაციოდ, რომ მთავრის სასახლე სტრატეგიულად მოსახერხებელ ადგილას მდებარეობდა. ამავდროულად, ნაჩვენებია კონტრასტი იალბუზისა და შავი ზღვის გეოგრაფიულ მდებარეობებს შორის.