„გრიგალი“

„უცებ ზღვის ღელვა ქაფარეული
მიმზერს მზისაგან,
იგი მეძახის სიზმარეული
სიცოცხლისაკენ.
თავისუფალი, ლაღი, ძლიერი
ბედისთვის ომი!
ცეცხლის ნავები და კადნიერი
ოცნების ნდომა.
[...]
ოკეანესთან დამეგობრება
ზღვებმა დამარხეს —
ზღვა კვლავ უბრუნებს ჩემს ცხოვრებას
აზრს, სიამაყეს.
[...]
მზე ზღვაზე ჩადის: ეს ანკარა
დეკადანსია.
[...]
ზღვას ალმაცერად დაენდო შუქი,
გრიალებს ქარი
[...]
ქალნი ზღვის პირად იფენდენ კდემებს —
ზღვას გასცქეროდენ.
ზღვას გასცქეროდენ, ელოდენ გემებს
და თან მღეროდნენ “.

ID ტექსტი მარკერი
10 „უცებ ზღვის ღელვა ქაფარეული მიმზერს მზისაგან, იგი მეძახის სიზმარეული სიცოცხლისაკენ. Positive
11 თავისუფალი, ლაღი, ძლიერი ბედისთვის ომი! Positive
12 ცეცხლის ნავები და კადნიერი ოცნების ნდომა. Positive
13 ოკეანესთან დამეგობრება ზღვებმა დამარხეს — ზღვა კვლავ უბრუნებს ჩემს ცხოვრებას აზრს, სიამაყეს. Positive
14 მზე ზღვაზე ჩადის: ეს ანკარა დეკადანსია. Negative
15 ზღვას ალმაცერად დაენდო შუქი, გრიალებს ქარი ქალნი ზღვის პირად იფენდენ კდემებს — ზღვას გასცქეროდენ. Neutral
16 ზღვას გასცქეროდენ, ელოდენ გემებს და თან მღეროდნენ “. Positive
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 7; ნეიტრალური: 1; პოზიტიური: 5; ნეგატიური: 1;

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

ჟანრი: ლექსი

პერიოდი: საბჭოთა

საუკუნე: XX

წელი: 1923

ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე

ადგილი: ბათუმი

დამატებითი ინფორმაცია:

დაწერილია ბათუმში