„გემი „დალანდი““

გამომაღვიძა ღამის ალმა, ნელმა და ქურდმა,
ბაღი ყელამდე ზამბახებით იყო ნაბური,
ირგვლივ ეყარა დანგრეულთა ჩრდილთა ჩუქურთმა,
ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა ზღვა უდაბური.
მე მივდიოდი, მაღლა იდგა გემი “დალანდი”,
შავი ზღვის ცაზე და ზვირთებზე შეყვარებული;
მე კი სამშობლოს მიტაცებდა ლურჯი მანდილი,
ქვეყნად მთვარეულ ზამბახებში შეფარებული.
გემით “დალანდი” მოვდიოდი სამშობლოსაკენ
და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა;
მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ
და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?
გახსენებების მომძახოდა მტანჯველი ლანდი:
შენ და მოსკოვი, პეტროგრადი, ლენინი, კრემლი!
შავი ზღვის ზვირთებს მიაპობდა გემი “დალანდი”
და თვალზე მადგა განშორების მსუბუქი ცრემლი.

ID ტექსტი მარკერი
134 გამომაღვიძა ღამის ალმა, ნელმა და ქურდმა, Neutral
135 ბაღი ყელამდე ზამბახებით იყო ნაბური, Neutral
136 ირგვლივ ეყარა დანგრეულთა ჩრდილთა ჩუქურთმა, Neutral
137 ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა ზღვა უდაბური. Negative
138 მე მივდიოდი, მაღლა იდგა გემი “დალანდი”, Neutral
139 შავი ზღვის ცაზე და ზვირთებზე შეყვარებული; Positive
140 მე კი სამშობლოს მიტაცებდა ლურჯი მანდილი, Neutral
141 ქვეყნად მთვარეულ ზამბახებში შეფარებული. Neutral
142 გემით “დალანდი” მოვდიოდი სამშობლოსაკენ Neutral
143 და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა; Neutral
144 მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ Neutral
145 და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა? Neutral
146 გახსენებების მომძახოდა მტანჯველი ლანდი: Neutral
147 შენ და მოსკოვი, პეტროგრადი, ლენინი, კრემლი! Neutral
148 შავი ზღვის ზვირთებს მიაპობდა გემი “დალანდი” Negative
149 და თვალზე მადგა განშორების მსუბუქი ცრემლი. Neutral
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 16; ნეიტრალური: 13; პოზიტიური: 1; ნეგატიური: 2;