„ფიქრები სამშობლოზე“

„სხვა ახალი ემატება
ჩვენი ქვეყნის ნავთსადგურებს.
სიყვითლით და დაობებით
რომ ბორგავდა წინად ფოთი,
შრება ძველი ჭაობები
და რიონის სცხრება შფოთი.
ცხრება მისი მავნე შფოთი,
გადალეკვა ვეღარ ართობს —
გასჭრეს სულ სხვა კალაპოტი,
ძველი — ძვირფასს სტოვებს ფართობს.
სად ხვდებოდენ: ზღვა ძლიერი
და რიონი მედიდური,
მშვენიერზე მშვენიერი
დაფუძნდება ნავთსადგური.“

ID ტექსტი მარკერი
14 „სხვა ახალი ემატება ჩვენი ქვეყნის ნავთსადგურებს. Positive
15 სიყვითლით და დაობებით რომ ბორგავდა წინად ფოთი, Negative
16 შრება ძველი ჭაობები და რიონის სცხრება შფოთი. Positive
17 ცხრება მისი მავნე შფოთი, გადალეკვა ვეღარ ართობს — Positive
18 გასჭრეს სულ სხვა კალაპოტი, ძველი — ძვირფასს სტოვებს ფართობს. Positive
19 სად ხვდებოდენ: ზღვა ძლიერი და რიონი მედიდური, Neutral
20 მშვენიერზე მშვენიერი დაფუძნდება ნავთსადგური.“ Positive
ID ტექსტი მარკერი
ანოტირებული ერთეული (ჯამში): 7; ნეიტრალური: 1; პოზიტიური: 5; ნეგატიური: 1;

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

ჟანრი: ლექსი

პერიოდი: ე.წ. აღორძინების ხანა

საუკუნე: XX

წელი: 1935

ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე

ადგილი: ფოთი