... (ჩემი სამშობლო)

ჩემი სამშობლო დუმილია,

სისხლის დუმილი.

ზღვა ღელავს მხოლოდ,

ეკითხება ჯებირებს: გვტოვებს?!

ერთხელაც უკან დავბრუნდები 

და ღრმად ჩავყვინთავ:

სამარადჟამოდ ჩამიხუტებს მტირალა პოეტს _

ჩემი მღელვარე,

ჩემი მსგავსი,

შავი ზღვაწმინდა.

კატეგორია: ლიტერატურა

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: პოეტი (რეალური)

ჟანრი: ლექსი

პერიოდი: ოცდამეერთე (21-ე) საუკუნე

საუკუნე: 21-ე

წელი: 2024

ავტორი: ნიქო გორგილაძე

ადგილი: შავი ზღვა

დამატებითი ინფორმაცია:

შავი ზღვა სამშობლოს მთავარ ტოპოსად ფიგურირებს ლექსის ფინალურ ნაწილში (მანამდე ექსპლიციტურ თუ იმპლიციტურ დონეებზე სამშობლო უკავშირდება უკვე არსებულ კულტურულ წარმოდგენებს); ის ერთგვარ ინვარიანტად წარმოდგება მე-19 საუკუნის ქართულ პოეზიაში ტოპოსადქცეული მთაწმინდისა, როგორც საკრალიზებული ეროვნული მეხსიერების ადგილისა.