... (საპირფარეშო)

მე ვარ კარავი

რომელშიც შევალ

და თეთრ ქაფს დავლევ

შავი ზღვის,

რომელიც არ ჩანს,

არ იძვრის.

და მაინც ვგრძნობ.

და ვიგრძნობ კიდევ,

და კიდევ და კიდევ

თუ გამოჩნდები 

და ხელს ჩამკიდებ!

 

კვამლი არ იძვრის.

არავინ ჩანს.

არავინ ჩანს.

მარტომ ჩაყვინთე.

ნუ დაეჭვდები.

შავი ზღვის ქვიშა. 

მცოცავი ქვიშა.

ფერადი კენჭები.

მთხრობელი ინსტანცია: პოეტი (რეალური)

ჟანრი: ლექსი

პერიოდი: ოცდამეერთე (21-ე) საუკუნე

ავტორი: ნიქო გორგილაძე

ადგილი: შავი ზღვა

დამატებითი ინფორმაცია:

ლექსის ფინალური ნაწილი