... (მე არ დამჭირდა უკან გახედვა)

მე არ დამჭირდა უკან გახედვა,

გაუხედავად გადავიქეც მარილის სვეტად

და დარჩა უკან,

ტალღების შხეფქვეშ,

შავი ზღვის პლაჟი.

დანაოჭებულ მარადმწვანე ფიჭვნარის ტოტებს

შერჩათ სურნელად ჩემი ამბები,

შერჩათ ამბები

ბაბუას ხელზე ნეკა თითით ჩაჭიდებული

პატარა ბიჭის,

ქარის პირისპირ რომ იარა სანაპიროზე,

იარა უხმოდ,

რადგან სიჩუმე უყვარდა ბაბუს

და ხმა ქარისა,

ხმა შავი ზღვის და მწვანე ტოტების,

რომელსაც ერთ დღეს შეუერთდა თვითონაც უხმოდ.

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: პოეტი (რეალური)

ჟანრი: ლექსი

წელი: 2024

ადგილი: შავი ზღვა

დამატებითი ინფორმაცია:

დასაწყისი