... (სოფელი)

[...]

შავი ზღვის სიღრმეში ელვარე დელფინმა

სიყრმიდან გამანდო: სხვა სხივი მეფინა!

თვალუწვდენ ჰორიზონტს _ ლიცლიცა ლურჯ კანკელს,

და ტალღებს _ ზეციდან მორბენალ ტიტრებს,

ვუმზერდი,

ვშიფრავდი,

ვეტრფოდი ვიდრე _

ერთხელაც თვითონვე სიღრმეში გავყევ...

 

და მთებში კი არა,

შავ ზღვაში კი არა,

საკუთარ ცრემლებში მარტოკამ ვიარე,

თითქოს ბოდრიარის ცუდი კადრი არის

მთელ იმ ბორიალის ჩემი ბოდიალი.

 

გავცურე, ვიცეკვე, ვეძებე, მოვედი:

გაზრდილი ბიჭუნა _ ტკივილის პოეტი.

ზღვასა და ტალახში რა უნდა მეღონა,

თვითონვე ვყოფილვარ ცისფერი ბეღურა...

ტექსტი: ქართული

მთხრობელი ინსტანცია: პოეტი (რეალური)

ჟანრი: ლექსი

ავტორი: ნიქო გორგილაძე

ადგილი: შავი ზღვა