"ქუთაისი"

მშვენიერო ქუთაისო,/ სავარდო და სამაისო!/ ვინ ყოფილა შენი მავნე,/ გულს ეკალი რომ დაგისო?/ [...] ეგ ფაზისი თავმომწონი,/ სახელცვლილი დღეს რიონი,/ გულამღვრევით რას ბუტბუტებს,/ გადასული დროს მომგონი?/ აგონდება ოქროს კრავი,/ ვით ქონება რამ უძრავი/ და მრისხანე ზვირთებზედაც/ არგო, ფრთხილად მომცურავი?/ შიგ იაზონ ელინებით,/ ვერ შემრთველი სურვილ-ნებით,/მედეიას მომპარავი/ მედიასვე მანქანებით? [...] /გარბის შენგან მგლოვიარე!/ ცრემლით ირწყვის არემარე/ და შავ ზღვასვე შეჰღრიალებს:"ჩემი ტანჯვა მიიბარე!"/ მაგრამ, ჩემო ქუთაისო,/ ძალით სხვასთან შენათვისო!/ მოთმინება!.. მოთმინება!/ სევდით გული არ აივსო!..