... (ვინ იცის)

ვინ იცის,

ვიქნებოდი ექვსი-შვიდი წლის,

შავი ზღვის ნაპირას,

ტალღების პირისპირ,

პატარა თითებით ქვიშაზე რომ ვწერდი

გოგონას სახელს, რომელიც მიყვარდა

და წამში აქრობდა წყალი იმ სახელს.

აზვირთებული ტალღის წინ მდგომი,

ღმერთთან მებრძოლი იაკობივით,

არ ვწყვეტდი ჯიქურ ბრძოლას ზღვასთან და

ბრძოლას ქვიშასთან.