"დაუმთავრებელი ამბავი"

წელი: 2008

ავტორი: გელა ჩქვანავა

დამატებითი ინფორმაცია:

კონჭიც პარტიზანი იყო ცოტა ხნით. ის რომ მეტყოდა, პარტიზანი ვარო, სულ მოსკოველი ქალები მახსენდებოდა, ომამდე ოხრად რომ ეყარნენ სოხუმში. "დიოსკურიასთან" ბულგარულ წიწილებს რომ წვავდნენ შამფურებზე, იმათ თუ აჭმევდი, დაუმადლებლად და დაუყვედრებლად იძლეოდნენ და შენც, თუ პირველად წვებოდი იმ ქალთან, სანამ ბოლომდე გახდიდი, აუცილ;ებლად ჰკითხავდი, სუფთა თუ ხარო. "ია ჟე მასკვიჩკა!"-ო, ისეთი ტონით გიპასუხებდნენ, თითქოს მოსკოველებს ბიოლოგიური იმუნიტეტი ჰქონოდეთ ვენერული დაავადებების მიმართ. (გვ.5).