"დათა თუთაშხია"

სახლში დაბრუნების პირველსავე წელს იყო, ოჩამჩირის მახლობლად სტუმრად ვიყავით ცოლ-ქმარი. სექტემბერი იდგა. მშვენიერი დარი და ზღვა იყო. ზღვისპირზე დიდი ქოლგა გვქონდა, ვბანაობდით, წიგნებს ვკითხულობდით _ რა ვიცი, დროსა ვკლავდით.