"წათეს წითელი წაღები" (ისტორიული დრამა)

ლაზიკის მეფის სასახლე

მანინა: ხო, ზღვაზე ვიყავი.

[...]

დედოფალი (მანინას): ნუ სარგებლობ ჩემი მოთმინებით, რას უზიხარ, რა გინდა იმ ზღვასთან? ხალხს გიჟი ეგონები. [...]

მანინა: აი, კაბა ისევ სველი მაქვს. ვიჯექი და ვუსმენდი. იმდენი რამე მითხრა, არაფერი აღარ მახსოვს. [...]

დედოფალი (მკაცრად) სასახლის მცველთა უფროსს მეტი თავდაჭერა მართებს.... სიფრთხილეც. არ გაინტერესებს მაინც, სად დადის შენი ცოლი, რას აკეთებს? ზის და ზღვას უყურებს? მეტი არაფერი? [...]

მანინა [...] აღარ შემიძლია, აიეტ, თვალები გამიწყალდა, სიზმარშიც ზღვასა ვხედავ: ცარიელსა და უსასრულოს...

დედოფალი: ზღვამ გაგაშტერა ასე, ზღვამ გიყო ყველაფერი... სხვანაირად იჭიკჭიკებდი, შვილი რომ გეჯდეს კალთაში... [...]მანინას ერთი წუთითაც არ დავიწყებიხართ. დავიწყებიხართ კი არა, დილიდან საღამომდე ზღვასთან ზის, ტქვენს მოლოდინში. ალბათ ახლაც იქაა. [...]

მანინა (მოტეხილი, უმწეოდ) ხო, გელოდებოდი. სულ შენს მოლოდინში ვიყავი. ზღვის პირას ვიჯექი და ზღვას შენზე ველაპარაკებოდი. წყეულიმც იყავ, მარუთა, იმ მოლოდინისთვის. [...] წყეულიმც იყავ, მარუთა, იმ უკაცური დღეებისთვის, იმ გათოშილი ღამეებისთვის!!!

 

 

კატეგორია: ლიტერატურა

პერიოდი: მე-20 საუკუნე

საუკუნე: მეოცე (მე-20), 1969 (2007)