იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება

და ღმრთისა მომადლებითა პოვეს ადგილი შვენიერი შუა მთაწმიდისა და აღაშენეს მონასტერი და ეკლესიანი წმიდისა ღმრთისმშობელისა სახელსა ზედა და წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისასა ფრიადითა ოფლითა და ღვაწლითა. და ადგილნი მრავალნი, მონასტერნი და სადაყუდებულონი გარემოის დიდისა მონასტრისა ვიდრე იმიერად ზღვადმდე თვისითა საფასითა იყიდნეს, რომელნი-იგი შვენიერ არიან და საწადელ და მომზავებელ სულიერთა მონაზონთა საყოფად. [...] ხოლო იყო რაი თორნიკ აღმოსავლეთს, მრავალნი ფიჩოსანნი და სახელოვანნი მონაზონნი ჩამოიტანა, სიმრავლე არამცირედი. და ენება, რაითა ქართველნი ოდენ იყვნენ მონასტრისა ამის მკვიდრნი ყოველნი. გარნა, ვინაითგან ამისი ქმნაი შეუძლებელ იყო, იიძულნეს ბერძენთაცა შემოყვანებაი. რამეთუ ჩვენ, ვითარცა ხედავთ, ზღვისა რაითურთით გამოცდილებაი არაი გვაქვს, და ჩვენი ყოველი გასარომელი ზღვით შემოვალს. და მერმე თვინიერ მჭედელთა და ხუროთა და გალატოზთა და მევენახეთა და ნავისმოქმედთა და სხვათა ესევითართა ამის ესევითარისა ვრცელისა ლავრისა დამჭირვაი უღონო არს. და ესე ყოველი გამონახეს წმიდათა მამათა ჩვენთა და, თუ უნდა და თუ არა, ვითარცა ვთქუთ, შეიწყნარნეს იგინიცა. და ესრეთ ღმრთისა შეწევნითა სრულ იქმნა შენებაი მონასტრისაი.