ზღვა და ალუბლები

ერთხელ ვიყა ზღვაზე. მე და ელო ვიყათ ჩემი მანქანით, ორი ნათესავიც გვყავდა. იმ ნათესავის ნათესავთან დავისვენეთ სოხუმში. ტკბილად მახსენდება ის დღეები. სადღაა სოხუმი. იმის მერე ზღვისთვის თვალი აღარ მომეკრა. შრომამ და ცხოვრებამ ჩამითრია, მოსავალი, რუსეთი, მოსავალი, რუსეთი, სახლ-კარი, შვილები... [...] 

სიზმარი ვნახე, მოგიყვები [...] ზღვაზე ვიყავი მარტოდმარტო. ვითომ სახლიდან გავიქეცი, გამაბრაზეს და მარტოკინა წავედი სოხუმში. [...] თითქოს ჩვენი კორსიალი შეშურდა ზღვას, ტალღები უფრო მაღლა, მაღლა ამოსწია. წელამდე დამასველა. თავისი მუქარა უკან წასულმა ტალღამ კენჭებზე უცნაურ ხმად დატოვა. გავუშინაურდი, როგორც ხდება ხოლმე [...] სოხუმის "მალბოროს" ვუქიშინებდი. [...] ცოტა ხანში ამინდმა აურია. ქარი ამოვარდა, ზღვის პირზე გაშლილი ქოლგები მიფანტ-მოფანტა, ზღვამ ღელვა დაიწყო, საცა ვიყათ წამოკოტრიალებული, იქ ამოვიდა წყალი, იღრინებოდნენ ტალღები, მემუქრებოდნენ, ზევით ავიწიეთ, ახლა იქ მოგვწვდა...გეგონებოდა, ჩვენ მოგვდევდა. ხალხი თანდათან გამოვიდა ზღვიდან, წასვლას ვაპირებდით, წამოდგა რუსი გოგო, პირსახოცი დაკეცა, ჩანთაში ჩადო, უფრო კარგა დავაკვირდი, შველივით იყო, დალოცვილი. ვიღაცამ დაიყვირა, კაცი იხრჩობაო.[...] ტი მოჟეშ პამაგატ?" _ გამომცდელად შემომხედა რუსმა გოგომ, [...] იმდენი ვეტრაბახე ჩემ თავზე, ეგონა, რო ზღვას გადავცურავდი. [...] გავქანდი და ვეტაკე ზღვას. ცურვაში ბევრი ვერ დამიდგება, მართლა მაგარი ვარ. _ სიამაყით აენთო თვალები გულივერს. _ მოვუსვი მკლავური, დამკრა ტალღამ, დამატრიალა. კარგა გემრიელად მაყვინთავა. წყალი მაყლაპა, გამეტიკა მუცელი, მაგრამ ჯანი მერჩოდა, ღონივრად გავშალე მკლავი, დიდი გარჯა არ მჭირდებოდა, ისე მათრევდა ზღვა, თითქოს შური უნდა ეძია ჩემზე. [...] გამგელდა ზღვა, მოაყარა და მოაყარა ტალღები. [...] იტყოდი, რო ახლაც ზღვაში იყო და აბობოქრებულ ტალღებში მიცურავდა გულივერი. [...] ზღვამ ლამის უკან წამიღო, ვიღაცამ ჩამკიდა ხელი და ღონივრად ამათრია, ძლივსღა ვსუნთქავდი. ის კაცი კი გადავარჩინე, მაგრამ მე ლამის გავფშიკე ფეხები. [...] ზღვას ნიშნის მოგებით გადავხედე, ხო მაინც გაჯობე-მეთქი. ზღვამ ამოიხრიალა, ვეებერთელა ტალღები წამოიღო, მაგრამ ვეღარ მომწვდა. [...] ავფეთქდი, რა მომაფიქრებდა, რო ესე თხა-მგლებივით გადაკიდებულები აღელვებულ ზღვაში გადავეყრებოდით ერთმანეთს. გადაყრაც არის და გადაყრაც., გადავარჩინე. იმაზე მომდიოდა გული, რო როგორც კი გაიგო ზღვაზე წამოვედი, დაჰკრა ფეხი და ისიც წამოვიდა. გამომეღვიძა. ეგეთი გრძელი სიზმარი არ მინახია. ისეთი დაღლილი ვიყავი, ისეთი...